ქანთრის მეფეები

ქანთრის მეფეები

გარტ ბრუკსი შეიძლება გულისგამაწვრილებლად მღერის გაჭირვებულ ხალხზე, მაგრამ იგი უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ექსტრაორდინარულად ბევრს გამოიმუშავებს.

53 წლის მომღერალი პენსიიდან დაბრუნდა და ცოლთან, ტრიშა იარვუდთან ერთად ტურიც მოაწყო. უკანასკნელ 12 თვეში მან $90 მილიონი გააკეთა. ეს ყველაზე მაღალი წლიური ანაზღაურებაა ქანთრი-მუსიკისთვის, რაც Forbes-ს დაუფიქსირებია.

თუმცა იგი ეული არ არის. ვარსკვლავების ახალი თაობა, რომელსაც სათავეში ჯეისონ ალდეანი და ლუკ ბრაიანი უდგანან, ახლა იმდენივეს გამოიმუშავებს, რამდენსაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი დი-ჯეები და რეპერები. ამაზე სევდიან სიმღერას ვერ დაწერ, თუმცა ეჭვი გვეპარება, ჩიოდნენ.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქანთრის მუსიკოსების სია:

1. გარტ ბრუკსი – $90 მილიონი

2. ტობი კეიტი – $53 მილიონი

3. ჯეისონ ალდეანი – $43 მილიონი

4. ლუკ ბრაიანი – $42.5 მილიონი

5. კენი ჩესნი – $42 მილიონი

6. ტიმ მაკგრაუ – $38 მილიონი

7. ფლორიდა ჯორჯია ლაინი – $36.5 მილიონი

8. ზაკ ბრაუნის ბენდი – $32 მილიონი

9. მირანდა ლამბერტი – $28.5 მილიონი

10. ბლეიკ შელტონი – $28.5 მილიონი

11 . კეიტ ურბანი – $28 მილიონი

12. ერიკ ჩარჩი – $26 მილიონი

13. ბრედ პეისლი – $24 მილიონი

14. რასკალ ფლატსი – $19.5 მილიონი

15. ლეიდი ანტებელუმი – $17 მილიონი

ეს არის შეფასება გადასახადების გადახდამდე/საანგარიშო დრო: 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *