რომელ სექტორშია ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 934 ლარი შეადგინა. 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 9%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 1955 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა - 1337 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა - 1331 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 475 ლარი.

სექტორები 

საშუალო თვიური ხელფასი (ლარი)

საფინანსო საქმიანობა

1955

მშენებლობა

1337

სახელმწიფო მმართველობა

1331

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1240

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1162

ოპერაციები უძრავი ქონებით

1139

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

1076

ჯანმრთელობის დაცვა

847

დამამუშავებელი მრეწველობა

805

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

782

ვაჭრობა

768

სოფლის მეურნეობა

599

სასტუმროები და რესტორნები

594

თევზჭერა

535

განათლება

475

წინა სტატია

სამრეწველო პროდუქციის წარმოება ძვირდება
16 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.43 გახდა
16 სექტემბერი, 2015
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართული სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი "პეის ტერმინალის" პროექტს ფოთში
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 10, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა