აგვისტოში საბანკო დეპოზიტები 514 მილიონი ლარით გაიზარდა

2015 წლის აგვისტოში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 514 მილიონი ლარით გაიზარდა და 14.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ლარში განხორციელებული დეპოზიტები 77 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო დოლარში განხორციელებული - 591 მილიონი ლარით გაიზარდა. დოლარში განხორციელებული დეპოზიტების ზრდა ლარის გაუფასურებამ განაპირობა. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 1.7% პუნქტით გაიზარდა და 68% შეადგინა. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 9.8 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.3%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 7.7%.

წინა სტატია

აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 332 მილიონი ლარით გაიზარდა
25 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.38 გახდა
28 სექტემბერი, 2015
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა