2016 წელს პენსიის ზრდა არ იგეგმება

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2016 წელს ასაკობრივი პენსია არ გაიზრდება. 2015 წელს პენსიაზე გამოყოფილია 1 390 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს პენსიის ხარჯი 90 მილიონი ლარით იზრდება და 1 480 მილიონ ლარს აღწევს. 90 მილიონიან ზრდას იწვევს მიმდინარე წლის სექტემბრიდან 10 ლარით გაზრდილი პენსია და პენსიონერთა რიცხვის ზრდა.

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 470 მილიონი ლარიდან 570 მილიონამდე იზრდება. 100 მილიონიან ზრდას ფაქტობრივად მიმდინარე წლის საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გეგმაზე გადაჭარბებით ხარჯვა იწვევს. 2015 წლის საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 80 მილიონით ზრდა იქნება საჭირო.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

წინა სტატია

იანვარ-სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 1.6 პროცენტით გაიზარდა
02 ოქტომბერი, 2015

შემდეგი სტატია

რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2016 წელს
06 ოქტომბერი, 2015
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა