Amazon-ი $2 მილიარდიან ვენჩურული კაპიტალის ფონდს ქმნის

Amazon-ი $2 მილიარდიან ვენჩურული კაპიტალის ფონდს ქმნის

Amazon-ი $2 მილიარდიან ვენჩურული კაპიტალის ფონდს ქმნის ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, რაც ორიენტირებული იქნება კლიმატური ცვლილებების გავლენების შემცირებაზე.

ფონდი, რომელსაც დაერქმევა “კლიმატური დაპირების ფონდი“ ინვესტიციებს ჩადებს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებში, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, კვების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამ ფონდის მიზანია დაეხმაროს Amazon-ს და სხვა კომპანიებს მიაღწიონ “ნულოვანი გამონაბოლქვის მიზანს“ 2040 წლისთვის.

“ამ პროგრამაში მსოფლიოს მასშტაბით მოაზრებული იქნება ყველა ზომის კომპანია – დაწყებული  სტარტაპებით, დასრულებული კარგად ჩამოყალიბებული საწარმოებით. ნებისმიერი ინვესტიცია განხილული იქნება იმის მიხედვით, თუ რამდენად ექნება პოტენციალი მას რომ დააჩქაროს ნულოვანი გამონაბოლქვის მიზნის მიღწევა და დაეხმაროს მომავალ თაობებს ამ პლანეტის დაცვაში“, – განაცხადა Amazon-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა.

კომპანიას არ დაუკონკრეტებია დროის მონაკვეთი, როდესაც $2მილიარდიანი ფონდი ამუშავდება, თუმცა, Amazon-ში ამბობენ, რომ ეს იქნება პირველადი დაფინანსება, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება. ამასთან, ამ ფონდით Amazon-ი გახდება მნიშვნელოვანი მოთამაშე ახალი ენერგიის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ გლობალური ვენჩურული კაპიტალი სუფთა ენერგიაში 2019 წლის მონაცემებით $10.5 მილიარდს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით იყო გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *