ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 127-ე ადგილზეა

ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 127-ე ადგილზეა

7 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა და საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-ზე დატოვა. აღნიშნული მაჩვენებლით, მიმდინარე წელს საქართველო სავალუტო ფონდის წევრ 188 ქვეყანას შორის 127-ე ადგილს იკავებს. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს უსწრებს აზერბაიჯანი (4.0%), თურქეთი (3.0%) და სომხეთი (2.5%), ჩამორჩება მხოლოდ რუსეთი, სადაც 2015 წელს ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდება.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 2%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4%-ით.

2015 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი პაპუა ახალ გვინეაში (12.3%), ეთიოპიაში (8.7%) და თურქმენეთში (8.5%) იქნება. ყველაზე მეტად კი იემენის (-28.1%) და სიერა ლეონეს (-23.9%) ეკონომიკა შემცირდა. 9%-ით შემცირდება უკრაინის ეკონომიკა.

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ირლანდიას (4.8%) და ისლანდიას აქვთ (4.8%). შემცირებით კი მხოლოდ საბერძნეთის ეკონომიკა შემცირდება 2.3%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *