Forbes Georgia–ს ახალი მფლობელები და მთავარი რედაქტორი ჰყავს

12 ოქტომბერს, 12 საათზე, Tbilisi Marriot-ში Forbes Georgia-ს პარტნიორთა პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც გასაჯაროვდება გადაწყვეტილება Forbes Georgia-ს ახალი აქციონერებისა და მთავარი რედაქტორის ვინაობის შესახებ.

პრესკონფერენციას გამართავენ Forbes Georgia-ს გამომცემელი მაია მირიჯანაშვილი და ყაზახური Forbes-ის გამომცემელი, ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი.

სს Media Partners-ის (Forbes Georgia-ს მფლობელი) აქციონერთა შემადგენლობა იცვლება და მისი 90%-ის მფლობელი ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი (United Asia Business) გახდება. დარჩენილ 10%-ს შეისყიდის გიორგი ისაკაძე (GI Media Group), რომელიც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის პოზიციასაც დაიკავებს. ამავდროულად გიორგი ისაკაძე ტელეკომპანია Maestro-ს ტელეპროექტების, „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ ავტორი და მენეჯერია.

არმანჟან ბაიტასოვი, გარდა იმისა, რომ ყაზახეთის Forbes-ის გამომცემელია, ფლობს უმსხვილეს მედიააქტივებს – სატელევიზიო არხებს Muzzone-ს, NBT-სა და TAH-ს; ასევე ფლობს სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგ ICON-ს, რომელიც, თავის მხრივ, მრავალი პოპულარული გამოცემისა და ჟურნალ-გაზეთის მეპატრონეა.

Forbes Georgia მოხარულია დაადასტუროს, რომ ორთვიანი მოლაპარაკებები აქციონერთა ახალ შემადგენლობასა და მთავარ რედაქტორთან წარმატებით დასრულდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს Forbes Georgia-ს არსებულ გუნდს და საფუძველს ჩაუყრის ბევრ ახალ პროექტს, რომელთა განხორციელებასაც Forbes-ი უახლოეს მომავალში გეგმავს.

წინა სტატია

სამი ჩანთა საქმიანი ქალისთვის
09 ოქტომბერი, 2015

შემდეგი სტატია

რატომ გაძვირდა ელექტროენერგია?
12 ოქტომბერი, 2015
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა