აშშ-ი Tiktok-ის აკრძალვას განიხილავს 

აშშ-ი Tiktok-ის აკრძალვას განიხილავს 

აშშ-ი Tiktok-ის აკრძალვას განიხილავს. ჩინურ აპლიკაციას უკვე დიდი ხანია, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული ბრალდებები ედება. გასულ კვირას, ინდოეთმა Tiktok-ი და 58 სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა. ამის მიზეზი ორ ქვეყანას შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობა და აპლიკაციისადმი ბრალდება გახდა, სადაც ნათქვამია, რომ აპლიკაცია მომხმარებლის პირად ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფოს გადასცემს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

ახლა კი უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ქვეყანაში Tiktok-ის აკრძალვა განიხილება. კითხვაზე არის თუ არა ჩინური აპლიკაცია რეკომენდებული, სახელმწიფო მდივანი პასუხობს: “მხოლოდ მაშინ, თუ გსურთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადაეცეს.” 

თავად Tiktok-ი ბრალდებებს უარყოფს.

“ჩვენ არასოდეს გადაგვიცია მონაცემები ჩინეთის მთავრობისთვის, ამას არც გავაკეთებთ, რომც მოგვთხოვონ”, – განაცხადეს კომპანიაში.

რეალურად, Tiktok-ისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ინდოეთის გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული ჯაჭვური რეაქციაა. Tiktok-ისთვის ინდოეთის დაკარგვა $6 მილიარდიანი ბაზრის დაკარგვას ნიშნავს, სადაც აპლიკაციას ასობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *