Raisin-ის ციფრული საპენსიო პლატფორმა Siemens-თან თანამშრომლობას იწყებს

Raisin-ის ციფრული საპენსიო პლატფორმა Siemens-თან თანამშრომლობას იწყებს

გერმანული საინვესიტიციო ფინტექ კომპანიის Raisin-ის საპენსიო პლატფორმა Siemens Fonds Invest-თან თანამშრომლობას იწყებს. ციფრული პლატფორმა დაეხმარება Siemens-ის გერმანელ თანამშრომლებს, უკეთ დაგეგმონ მომავალი და გამოთვალონ რამდენი ექნებათ მათ დაგროვილი საპენსიო ანგარიშზე იმ დროისთვის, როდესაც ისინი პენსიაში გავლენ.

როგორც Business Insider-ი წერს, გერმანიაში ეს საპენსიო პლატფორმა Siemens-ში დასაქმებულებს შორის დიდი პოპულარობით ისარგებლებს. პროექტი დასაქმებულთათვის მომავლის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. Raisin-ის კერძო შეთავაზებები დასაქმებულთათვის სახელმწიფო და კერძო საპენსიო სქემებს ჩაანაცვლებს და ამავდროულად, იქნება კიდევ უფრო უსაფრთხო მომხმარებლისთვის.

აღსანიშნავია, რომ Raisin-ის მომხმარებელს საპენსიო პროდუქტებზე წვდომა გასული წლის შემდეგ აქვს, მას შემდეგ რაც კომპანიამ ფინტექი Fairr-ი შეიძინა, რომელიც სწორედ ამ თემატიკაზე მუშაობდა.

Raisin-ი გერმანიაში ბაზირებული ფინტექ-კომპანიაა, რომელიც 2013 წელს ქართველმა ბიზნესმენმა თამაზ გიორგაძემ დააარსა თავის ორ პარტნიორთან ერთად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *