საქართველოს ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტში პირველი ადგილი სპილენძის მადნებს უჭირავს 186 მილიონი დოლარით. თუმცა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სპილენძის მადნების ექსპორტი 7.5%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობების ექსპორტი - 159 მილიონი დოლარით.

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა, რომელსაც წინა წლებში პირველი ადგილი ეკავა, მე-3 ადგილზე გადაინაცვლა 141 მილიონი დოლარით. 2014 წლის იანვარ-სექტემბერში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტისგან შემოსული თანხა 409 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად წელს 66%-იანი (268 მილიონი დოლარით) კლება ფიქსირდება.

ღვინის ექსპორტმა მე-8 ადგილზე გადაინაცვლა 66 მილიონი დოლარით. 2014 წლის პირველ 9 თვეში ღვინის ექსპორტი მე-4 ადგილზე იყო 130 მილიონი დოლარით.

წინა სტატია

იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 24 პროცენტით გაიზარდა
21 ოქტომბერი, 2015

შემდეგი სტატია

ბიუჯეტის საინვესტიციო კრედიტების და კაპიტალური ხარჯების გეგმაში ისევ ჩამორჩენაა
21 ოქტომბერი, 2015
რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?
სტრატეგიები | იან, 13, 2019
საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება
ბიზნესი | იან, 10, 2019
10 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომერი საქართველოში
რეიტინგი | იან, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა