სექტემბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 8 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტი 2014 წლის იანვარ-სექტემბერში შედარებით 508 მილიონი დოლარით, 24%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 557 მილიონი დოლარით, 9%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 8%-ით გაიზარდა და 58 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რუმინეთის (10 მილიონი დოლარი), პოლონეთის  (7.6 მილიონი დოლარი) და ბულგარეთის (3.3 მილიონი დოლარი) მიმართულებით. ჯამში, იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ექსპორტი 2.1%-ით გაიზარდა.

სექტემბერში დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 51 მილიონი დოლარით (41%-ით) შემცირდა. აქედან, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა 21 მილიონი დოლარით, ხოლო რუსეთში და სომხეთში 13-8 მილიონი დოლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *