ბილ გეითსი: ცრუ ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება სოცმედიაში, ვიდრე სიმართლე

ბილ გეითსი: ცრუ ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება სოცმედიაში, ვიდრე სიმართლე

მილიარდერი ბილ გეითსი ამბობს, რომ სოციალური მედიის საშუალებით დეზინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სიმართლე. მისივე თქმით, ნამდვილი ფაქტები სოციალურ მედიაში ძალიან ნელა ვრცელდება “ნეგატიურ“ ინფორმაციასთან შედარებით, რაც სოციალური მედიის პლატფორმებს ბალანსის დაცვას ურთულებს.

“როდესაც ადამიანებს აძლევ კომუნიკაციის შესაძლებლობას, უნდა გაუმკლავდე იმ ფაქტს, რომ ცალკეული არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიმზიდველია, შესაძლოა იმაზე სწრაფად გავრცელდეს, ვიდრე სიმართლე. და ეს ჩვენ ყველამ ვნახეთ ვაქცინის შემთხვევაში“, – აღნიშნა გეითსმა CNBC-ისთან ინტერვიუში.

ბილ გეითსმა ასევე კომენტარი გააკეთა Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელ ელონ მასკის განცხადებებზე კორონავირუსის შესახებ.

“ელონის პოზიციონირება არის ის, რომ შეინარჩუნოს ძალიან მაღალი დონის შემაშფოთებელი კომენტარების კეთება. ის არ არის ვაქცინის შექმნაში ჩართული. ის აწარმოებს ელექტრომობილებს. და მისი რაკეტებიც კარგად მუშაობს. ვიმედოვნებ, რომ ის არ შეიჭრება იმ საკითხებში, რაშიც ჩართული არ არის“, – აღნიშნა გეითსმა.

შეგახსენებთ, მასკმა განაცხადა, რომ პანდემია არც ისეთი მწვავეა აშშ-ში, როგორც ამას აცხადებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *