სს “რუსთავის აზოტის“ განცხადება ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

სს “რუსთავის აზოტის“ განცხადება ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, აფეთქების მიზეზი იყო 2013 წელს საქართველოდან, კერძოდ რუსთავიდან ექსპორტირებული ამონიუმის ნიტრატი. გამომდინარე იქედან, რომ სს რუსთავის აზოტი“ ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივიღოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში წარმოებული.

სს რუსთავის აზოტი“, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს ქვეყანაში, აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ამონიუმის ნიტრატის 1%-მდე, რომელიც ლოკალური ნებართვით და საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება, ინახება და გადის ექსპორტზე.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბეირუთში ეს ნიტრატი 2013 წლიდან ინახებოდა, რაც მისი უსაფრთხოდ შენახვის ნორმების უხეში დარღვევაა, მითუმეტეს, რომ ამონიუმის ნიტრატი 6 თვის გასვლის შემდეგ კარგავს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო თვისებებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *