TikTok-ის შეძენით Microsoft-თან ერთად Walmart-იც დინტერესდა

TikTok-ის შეძენით Microsoft-თან ერთად Walmart-იც დინტერესდა

მსოფლიოში პოპულარული ვიდეო აპლიკაცია TikTok-ის შეძენით, Microsoft-თან ერთად Walmart-იც დინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საცალო გაყიდვების გიგანტი კომპანია Walmart-ი, აპლიკაციის შეძენის სურვილს TikTok-ში ინტეგრირებული ელექტრონული სავაჭრო და სარეკლამო პლატფორმით ხსნის, რაც კომპანიას მომხმარებლებთან წვდომას გაუმარტივებს.

“ჩვენ გვწამს, რომ TikTok-თან პოტენციური პარტნიორობით შევძლებთ მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას ე.წ “მესამე მხარის ბაზრებზე“ და გავაფართოვებთ სარეკლამო ბიზნესს. გვჯერა, რომ Microsoft-თან თანამშრომლობით გავამართლებთ TikTok-ის მომხმარებელთა მოლოდინებს და ასევე აშშ-ის მთავრობის მარეგულირებელის იმედებს“, – აღნიშნულია Walmart-ის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ს აშშ-ში დაახლოებით 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციის სავარაუდო გასაყიდი ფასი კი 40-50 მილიარდი აშშ დოლარია.