რატომ გაზარდა ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი?

რატომ გაზარდა ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი?

4 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი (მონიტარული პოლიტიკის განაკვეთი) 0.5% პუნქტით გაზარდა და ახალმა საპროცენტო განაკვეთმა 7.5% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლოების იმ ნაწილს, რომელსაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს, სესხის მომსახურების საფასური 0.5%-ით გაუძვირდა.

საპროცენტო განაკვეთის ზრდის მთავარი მიზეზი მაღალი ინფლაციაა (საქონლისა და მომსახურების გაძვირება). ოქტომბრის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 5.8%-ს მიაღწია, როდესაც ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ია. ინფლაციის ზრდა კი გამოიწვია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირებამ და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდამ. ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება, სადაც კვლავ განიხილავენ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების საკითხს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *