კინოპროდიუსერ ტომას ტალის ქონება სწრაფად იზრდება

როდესაც “იურულმა სამყარომ” რეკორდული $209 მილიონი დაწერა ივლისში, პრეზენტაციის უიკენდზე, ამ თანხის ერთ-ერთი უდიდესი ბენეფიციარი 45 წლის აღმასრულებელი თანაპროდიუსერი, ტომას ტალი იყო. Legendary Pictures-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, ტალს, წვლილი მიუძღვოდა “შავი რაინდის” ტრილოგიის, “წვეულება ვეგასში”-ს სერიების, “ინტერსტელარისა” და “გოძილას” შექმნაში. მათმა წარმატებამ Legendary-ის შეფასება $3.5 მილიარდამდე, ხოლო ტალის ქონება $1 მილიარდამდე გაზარდა.

ტალი ბინგჰემტონში, ნიუ- იორკში დაიბადა. მას, მოკრძალებულ პირობებში, მარტოხელა დედა ზრდიდა. კოლეჯში სწავლის შემდეგ მან ქიმწმენდის ქსელი გახსნა, შემდეგ საგადასახადო საბუთების მოსამზადებელი კომპანიები შეიძინა, ბოლოს კი ვენჩურული კაპიტალის ფირმაში დაიწყო მუშაობა. 2001 წელს იგი ატლანტაში დაფუძნებულ მედიანაწარმის დისტრიბუციის ფირმას, Convex Group-ს შეუერთდა და დროთა განმავლობაში მის პრეზიდენტობასაც მიაღწია.

2004 წელს მან Wall Street-ელი ინვესტორებისგან $600 მილიონი მოიზიდა და 2005 წელს ჰოლივუდში გაემგზავრა, სადაც 8-წლიანი გარიგება დადო Warner Bros.-თან. კონტრაქტის მიხედვით ტალი 30-ზე მეტი ფილმის ერთ- ერთი თანადამფინანსებელი და პროდიუსერი იქნებოდა. ამ ფილმებს შორისაა “დასაწყისი” და “წყნარი ოკეანის ნაპირი”. 2013 წელს Legendary Pictures-მა ხელშეკრულება გააფორმა Universal Pictures-თან; ბიოგრაფიული ფილმი “სტივ ჯობსი” ამ გარიგების ნაწილია.

წინა სტატია

რატომ გაზარდა ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი?
05 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ოთხბორბლიანი სამკაული
06 ნოემბერი, 2015
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა