8,000 სატვირთო თვითმფრინავია საჭირო მსოფლიოს COVID-19-ის ვაქცინით მომარაგებისათვის - IATA

8,000 სატვირთო თვითმფრინავია საჭირო მსოფლიოს COVID-19-ის ვაქცინით მომარაგებისათვის - IATA

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, დედამიწაზე 7,8 მილიარდი ადამიანისთვის COVID-19-ი ვაქცინის მიწოდებისთვის “ბოინგ 747-ის” მსგავსი დაახლოებით 8 000 სატვირთო თვითმფრინავია საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს

“COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხო მიწოდება საუკუნის მისია იქნება გლობალურ საჰაერო ინდუსტრიაში. ასე, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი სატრანსპორტო გამოწვევა ისტორიაში”, – განაცხადა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა. 

IATA ქვეყნის მთავრობებს, ვაქცინის მომწოდებლებს და გადამზიდავ კომპანიებს მასობრივი გადაზიდვების დაგეგმვისკენ მოუწოდებს.
”მთელს მსოფლიოში მილიარდობით ვაქცინის დოზის ეფექტურად მიწოდება უამრავ ლოგისტიკურ და პროგრამულ ბარიერს მოიცავს, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პანდემიის დაწყებისთანავე ავიაკომპანიებმა თვითმფრინავები შეამცირა”. 

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ ასევე განმარტა, რომ ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელია სპეციალური სივრცეები, შესაბამისი ტემპერატურა და აღჭურვილობა. ასევე მნიშვნელოვანია იმ პერსონალის ტრენინგი, რომლებიც ვაქცინის შენახვის წესებს დაიცავენ. 

IATA მოუწოდებს ყველას, განიხილონ ვაქცინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, დაიცვან იგი მოპარვისა და გაფუჭებისგან, ვინაიდან ვაქცინა ძალიან ღირებული ტვირთია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *