Apple-მა სინგაპურში უნიკალური დიზაინის მაღაზია გახსნა

Apple-მა სინგაპურში უნიკალური დიზაინის მაღაზია გახსნა

Apple-მა სინგაპურში უნიკალური დიზაინის მაღაზია გახსნა. კერძოდ, შუშის შენობა, რომელიც 114 მინის ნაწილისგან შედგება, წყალზეა გაშენებული. შენობაზე კომპანია Foster + Partners-ის არქიტექტორებმა იზრუნეს.

ამ მაღაზიაში სტუმრობისას, ვიზიტორები 360-გრადუსიანი პანორამათი დატკბებიან. ცნობისთვის, ეს Apple-ის რიგით მესამე რითეილ-ობიექტია სინგაპურში.

1580 კვ.მ-ის ფართობზე გაშენებული მაღაზია სამი ზონისგან შედგება. ერთ-ერთია ღია ცისქვეშა სივრცე. აღნიშნული სივრცე, რომელიც გამწვანებულია, გამოყენებული იქნება სხვადასხვა სესიების მასპინძლობისთვის.

Apple-ის მაღაზიას ეყოლება დაახლოებით 150 თანამშრომელი, რომლებიც 23 ენაზე საუბრობენ, რათა მათ დახმარება გაუწიონ სტუმრებს. მაღაზია 10 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა, მომხმარებლებმა წინასწარ უნდა დანიშნონ ვიზიტი პანდემიიდან გამომდინარე. მაღაზიაში დაცულია დისტანცია, ასევე სავალდებულოა პირბადეების ტარება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *