დასტაბილურდა თუ არა ლარის კურსი?

ბოლო ერთი თვეა ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.39-დან 2.40-მდე არეალში მერყეობს. ვალუტის კურსის ცვლილების ასეთი დიაპაზონი ნორმალურია თავისუფალი გაცვლითი კურსის რეჟიმის მქონე ქვეყნისთვის. თუმცა, ერთი თვე არ არის ის პერიოდი, რომ ვთქვათ, კურსმა ახალი წონასწორობის ნიშნული იპოვა და მნიშვნელოვნად აღარ შეიცვლება.

ლარის კურსის გაუფასურების ძირითადი მიზეზი საზღვარგარეთიდან შემომავალი უცხოური ვალუტის ნაკადების შემცირება იყო, განსაკუთრებით საქონლის ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირება. შესაბამისად, თუ დღეს ვიტყვით, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა, სახეზე უნდა იყოს ან ექსპორტის და გზავნილების ზრდა, ან ქვეყნიდან გამავალი ვალუტის ნაკადების შემცირება.

ოქტომბერში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით 84 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საზღვარგარეთიდან ფულადმა გზავნილებმა 34 მლნ დოლარით მოიკლო. ჯამში, აღნიშნული 2 წყაროდან 118 მლნ დოლარით ნაკლები შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ვალუტის შემოსვლა ისევ მცირდება, პარალელურად კლებულობს საქართველოდან გასული ვალუტის მოცულობაც. ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია საქონლის იმპორტის შემცირება. ოქტომბერში იმპორტი 168 მლნ დოლარით შემცირდა, ანუ 50 მლნ დოლარით გადააჭარბა ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირების ჯამობრივ მონაცემს - 118 მლნ დოლარს.

ეს გვაძლევს საფუძველს, დავუშვათ, რომ ამ ეტაპზე ლარის კურსზე საგარეო ფაქტორების ზეწოლა არ არის და თუ მიმოქცევაში არსებული ლარის მასა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, ან ინვესტიციებში, სასესხო კაპიტალში და ტარუზმში კლება არ გვექნება, ლარის კურსი მეტად აღარ გაუფასურდება.

წინა სტატია

სილამაზე გამოძახებით
19 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ლეგენდარული "გზის მეფე" - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს
20 ნოემბერი, 2015
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა