საქართველოს ტოპ 10 საიმპორტო პროდუქცია

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციაში პირველი ადგილი ნავთობპროდუქტებს უჭირავს 558.3 მილიონი დოლარით. თუმცა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში გადახდილი თანხის მოცულობა 215 მილიონი დოლარით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა სამკურნალო საშუალებების იმპორტი - 558 მილიონი დოლარით. გასული წლის 10 თვეში სამკურნალო საშუალებების იმპორტის ღირებულება 257 მილიონი დოლარი იყო. 301 მილიონიანი ზრდა გამოიწვია ფასების ზრდამ და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების შემოტანამ.

მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა, რომელსაც წინა წლებში მეორე ადგილი ეკავა, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა 381 მილიონი დოლარით. 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების იმპორტში გადახდილი თანხა 602 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად წელს 37%-იანი (221 მილიონი დოლარით) კლება ფიქსირდება.


წინა სტატია

იანვარ-ოქტომბერში ჯარიმებიდან ბიუჯეტში 103 მილიონი ლარი შევიდა
24 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 4.2 პროცენტით გაიზარდა
25 ნოემბერი, 2015
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა