ლარში განთავსებული დეპოზიტები ისევ შემცირდა

ლარში განთავსებული დეპოზიტები ისევ შემცირდა

2015 წლის ოქტომბერში საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 84 მილიონი ლარით შემცირდა. მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 33 მილიონი ლარით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები შესაბამისად 25.7 და 25 მილიონი ლარით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე კი ლარში განხორციელებული დეპოზიტები ჯამში 395 მილიონი ლარითაა შემცირებული, მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 191 მილიონი ლარით შემცირდა.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები ოქტომბერში 9 მილიონი დოლარით გაიზარდა. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 0.6% პუნქტით მოიმატა და 69.4% შეადგინა. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 10.3 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.3%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 8.7%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *