ყველაზე პოპულარული მოძრავი რესტორნები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

ყველაზე პოპულარული მოძრავი  რესტორნები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

ჩვენ გვიყვარს ცნობილი რესტორნები დახვეწილი სერვისით, თუმცა ხანდახან გვსურს მხიარულად და სწრაფად ვისადილოთ. ეწვიეთ pop-up რესტორნებს: ისინი მცირე ხანით აღმოცენდება ამა თუ იმ ადგილზე და ჩაფიქრებულია, როგორც დროებითი ობიექტი ამ ხერხს პოპულარობის მოსახვეჭად ან ახალი კერძების გამოსაცდელადხშირად მიმართავენ. ეს მოძრავი წვეულებები კვების ობიექტების ცენტრებად აღიარებულ ქალაქებში ძალიან პოპულარულია, თუმცა მოკლევადიანი არსებობისა და არასაკმარისი კონკურენციის პირობებში, იქ მოხვედრა შესაძლოა საკმაოდ გაგიჭირდეთ. გთავაზობთ სამ შესანიშნავ pop-up რესტორანს, რომელთა მონახულების დაგეგმვაც შეგიძლიათ:

LudoBites- ერთ-ერთი პირველია იმ pop-up რესტორნებს შორის, რომლებმაც ესმოძრაობა წამოიწყეს. ამ მობილურმა რესტორანმა ლოს-ანჯელესში უკვე რვა ადგილი გამოიცვალა. მას სათავეში ფრანგი შეფ-მზარეული და Top Chef Masters-ის მონაწილე ლუდო ლეფევრი უდგას. ეს რესტორანი, როგორც წესი, დაახლოებით ერთი თვით იხსნება უკვე არსებულ რესტორნებში და ინოვაციურ და საოცარ მენიუს გვთავაზობს, რომელშიც შედის, მაგალითად, „უნი კრემ-ბრიულე” (uni crème brulee) და ზღვის ეშმაკის ღვიძლი კორნიშონებით.

რესტორანი მუშაობს დასავლეთ ლოს-ანჯელესში მდებარე სასაუზმე Lemon Moon-ში, სადაც 22 თებერვლამდე დარჩება. ყველა მაგიდა უკვე დაჯავშნილია,თუმცა წინასწარი ჩაწერის გარეშე შემოსული კლიენტებისათვის ყოველ საღამოს შენახულია ექვსი ადგილი ბართან, ასე რომ, შეგიძლიათ ბედი სცადოთ; ან, თუ ამჯერად არ გაგიმართლებთ, დაელოდეთ რესტორნის შემდეგ გამოჩენას მარტში, როდესაც ლუდოს მეუღლისა და ბიზნესპარტნიორის, კრისი ლეფევრის განცხადებით, LudoBites – პირველად დატოვებს ლოს-ანჯელესის ფარგლებს და სადმე „ცხელ” ადგილას გადაინაცვლებს სად – არ აკონკრეტებენ).

Le Cirque – ნიუ-იორკის ლეგენდარულმა რესტორანმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ იგი იწყებს ტურნეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მცირე ხნით მასპინძლად მოგვევლინება. მანჰეტენის საკულტო სასადილოში წარმოშობილი ტრადიციების გაცოცხლების მიზნით, Le Cirque გამართავს ერთდღიან სადილებს გოლფ-კლუბებსა და დახურულ ღონისძიებებზე, სადაც, Le Cirque-ის Maccioni Group-ის დამხმარე მენეჯერის, კარლო მანტიკას -თქმით, არა მხოლოდ სერვირებას – ჭურჭელსა და ხელსახოცებს – უმცირეს დეტალებსაც კი განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

პირველი გამოჩენა 16 მარტს ორლანდოშია დაგეგმილი, შემდეგ შოუ გადაინაცვლებს ჩიკაგოში, ორანჯ-ქანტრიში, ჰადსონში, დალასში, პალმ-სპრინგსში, სან-დიეგოში, ლოს-ანჯელესში, ატლანტაში და პირველ ივნისს სან-ხოსეში დასრულდება. თქვენს განკარგულებაში იქნება რესტორნის ახალი შეფ-მზარეულის,ოლივიე რეჯინენსის) მიერ შედგენილი მენიუ, რომელიც შემოგთავაზებთ არა მარტო Le Cirque-ის კლასიკურ ფრანგულ სამზარეულოს, არამედ ახალი, სეზონური ინგრედიენტებით დამზადებულ კერძებსაც.
„Le Cirque ნიუიორკული დაწესებულებაა, რომელიც ბროდვეის სპექტაკლების მსგავსად მოგზაურობს,- აცხადებს მანტიკა,-გართობა ჩვენს დნმ-შია”.

The Cube – იტალიური არქიტექტურული ფირმის, Park Associati-ის მიერ დაპროექტებული შუშისკედლებიანი პორტატიული ნაგებობა ევროპული ღირსშესანიშნაობების გვერდით გასულ აპრილს გამოჩნდა. ბრიუსელის Parc du Cinquantenaire-ში რამდენიმედღიანი გაჩერების შემდეგ, რესტორანი ახლა მილანში, XIX საუკუნის პალაცოშია განთავსებული და Piazza del Duomo-ს გადმოჰყურებს. ამ მოხეტიალე რესტორნის მთავარი სავიზიტო ბარათი არაჩვეულებრივი ხედებია, მაგრამ, გარდა ამისა, აღიარებულ იტალიელ მზარეულთა ჯგუფის მიერ მომზადებული ელეგანტური ლანჩებითა და სადილებითაც გამოირჩევა. კიდევ ბევრი ბილეთია დარჩენილი იმ საერთო მაგიდის გარშემო (მაგიდა მაქსიმუმ 18 სტუმარზეა გათვლილი) უნიკალური გამოცდილების მისაღებად, რომელშიც რესტორნის ულტრათანამედროვე, თეთრი კორიანით გაწყობილ ინტერიერში გელით. Electrolux-ის ტექნიკით აღჭურვილი The Cube მილანში 26 აპრილამდე დარჩება, რის შემდეგაც ჯერ ლონდონში, ხოლო შემდეგ სტოკჰოლმში გადაინაცვლებს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *