ნოემბერში ტურისტების რაოდენობა 3.6 პროცენტით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისიტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 3.6%-ით გაიზარდა. 2014 წლის ნოემბერში 139 079 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის ნოემბერში კი 144 109 ტურისტი. იანვარ-ნოემბერში კი ჯამში ტურისტების რაოდენობა 40 393 კაცით, 1.9%-ით გაიზარდა.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურიზმთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ნოემბერში 8.4%-ით გაიზარდა. 2014 წლის ნოემბერში 402 374 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის ნოემბერში 436 234. იანვარ-ნოემბერში კი ჯამში ვიზიტორების რაოდენობა 351 610 კაცით, 6.9%-ით გაიზარდა.

წინა სტატია

2016 წლის იანვარში ევრო შესაძლოა დოლარზე იაფი გახდეს
01 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ბოლო ერთ წელიწადში ფასები 6.3 პროცენტით გაიზარდა
03 დეკემბერი, 2015
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა