ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 106.4 მილიონი ლარით გაიზარდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის  ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტის გეგმა 106.4 მლნ ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხიდან 10.4 მლნ ლარი სამინისტრომ მოიძია სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად, კერძოდ ადმინისტრაციული ხარჯების გეგმა შემცირდა 0.4 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებების გეგმა შემცირდა 2 მილიონი ლარით, ხოლო სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის ბიუჯეტის შემცირდა 5.8 მილიონი ლარით. 96 მილიონი ლარი კი სამინისტრომ დამატებით მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 106.4 მილიონი ლარით გაიზარდა, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით სამინისტროს დასახარჯად დარჩენილი აქვს 30 მილიონი ლარის რესურსი, როცა იანვარ-ოქტომბერში თვეში საშუალოდ 65 მილიონი ლარი იხარჯებოდა. აქედან გამომდინარე, წლის ბოლომდე სამინისტროს მოუწევს დამატებით კიდევ მოიძიოს თანხები ან მომავალ წელს გაკრვეული დავალიანება გადაყვება.

ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის  ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები

ბიუჯეტის მუხლები

პირვანდელი გეგმა

შეცვლილი გეგმა

სხვაობა

სამინისტროს ბიუჯეტი სულ

2785

2881

96

პროგრამების მართვა

52.5

52.1

-0.4

პენსია და სოციალური დახმარება

2041

2039

-2

პენსია

1390

1390

0

სოციალური დახმარება

631

629

-2

ჯანდაცვა

656.2

762.6

106.4

საყოველთაო ჯანდაცვა

470

566

96

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

52.4

57.5

5.1

სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში

133

137

4

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა

31.3

25.5

-5.8

შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა

4

3.2

-0.8

წინა სტატია

Ryanair–ი Google–ს და eDreams–ს სასამართლოში უჩივის
04 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2015 წლის დეკემბრის ნომერი
08 დეკემბერი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა