Google-ის ინტერნეტ-საძიებო სივრცე მეცნიერებს კოვიდ-19-ის კერების დაფიქსირებაში ეხმარება

Google-ის ინტერნეტ-საძიებო სივრცე მეცნიერებს კოვიდ-19-ის კერების დაფიქსირებაში ეხმარება

აშშ-ში Mayo Clinic-ის მკვლევარებმა Google-ის ინტერნეტ-საძიებო სივრცესა და კოვიდ-19-ის შესაძლო კერებს შორის ურთიერთკავშირი დაადგინეს. ამ აღმოჩენის დახმარებით, ერთ-ერთი კერის აღმოჩენა ინფიცირებულთა შემთხვევების დაფიქსირებამდე 16 დღით ადრე მოხერხდა.

კერძოდ, Google-ის საძიებო სივრცეში პოპულარული სიტყვების ან ფრაზების სიხშირეზე დაკვირვებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რამდენიმე საკვანძო სიტყვა, როგორიცაა მაგალითად “ლიზოლი,” “პირბადე,” “ყნოსვის შეგრძნების არ ქონა”, ხშირდად ძებნადი იყო. შედეგად, აშშ-ის გარკვეულ რეგიონებში საკვანძო სიტყვების მეშვეობით, მეცნიერებმა კოვიდ-19-ის კლასტერები რამდენიმე კვირით ადრე აღმოაჩინეს.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ინტერნეტ-სივრცეში არსებული ინფორმაციის მეშვეობით, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მეცნიერებს კლასტერების დროულად და ეფექტურად აღმოჩენა შეეძლებათ. კვლევაზე მომუშავე ექიმი ბაიდონი, ამბობს, რომ ვირუსის აღმოჩენის ტრადიციული გზები (კოვიდ ტესტების ჩატარება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემები) ნაკლებად ეფექტური და სწრაფია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *