ჭრელი ქსოვილები და ფოჩებიანი ჩექმები 2015 წლის ზამთრისათვის

2015-ში, ისევე როგორც ყოველ შემოდგომაზე, დიზაინერები მომავალი ზამთრისათვის ჩექმების სხვადასხვა მოდელს გვთავაზობენ. ამ სეზონის ფავორიტად კვლავ 1970-იანი წლების თემატიკა რჩება თავისი ჭრელი გადაბმული ნაჭრებით, რთული ქსოვილებით, ყველგან ფოჩებით, ყვავილებიანი ნახატებით და თამამი ფერების შეხამებით.

ამ სეზონის აუცილებელი ატრიბუტია მუხლს ზემოთ ჩექმა, ძალიან მოკლე ქვედაბოლოსთან ან შემოტმასნილ ჯინსთან შეხამებაში. Burberry-ის კოლექციაში წარმოდგენილია აგურისფერი, შინდისფერი და მუქი მწვანე ნაჭრებით გაფორმებული მუხლს ზემოთ ზამშის ჩექმა, რომელსაც წვრილი ქუსლი და წინ დაბალი „პლატფორმა” აქვს. Paul Andrew-ის ზამშის ჩექმა სახელწოდებით ‘Tara’ და Chloé-ს ზამშის ჩექმა ‘See’ – ორივე ფოჩებით არის გაფორმებული და უფრო ახლოს არის ამ სეზონის ბოჰემურ თემატიკასთან.

თუკი მუხლს ზემოთ ჩექმა თქვენთვის რთული ჩასაცმელი და გასახდელია, მაშინ ამ სეზონზე დიზაინერები კოჭამდე და მუხლამდე ჩექმების დიდ არჩევანს გვთავაზობენ. ჩვენი ფავორიტია Brian Atwood‑ის მუხლამდე ზამშისა და ველვეტის ჩექმა სახელწოდებით ‘Vicky’, რომელიც შეესაბამება ამ სეზონის ბოჰემურ ტენდენციებს თავისი მხიარული, ფერადი აცტეკური მოხატულობით. ჩვენი ფავორიტია ასევე Tamara Mellon-ის გველის ტყავით მოკაზმული ბოჰემური ზამშის ჩექმა ზღვის ნიჟარებით, ოქროსფერი ლურსმნებითა და თამამი ფოჩებით – 70-იანი წლების სულისკვეთების საუკეთესოდ წარმოსაჩენად.

Gianvito Rossi-ს კოჭამდე ზამშის ჩექმას ძალზე წვრილი ქუსლი აქვს, სამაგიეროდ, ფუმფულა ცხვრის ბეწვით არის გაფორმებული, რაც მას კომფორტულ და ელეგანტურ იერს ანიჭებს. ასევე ძალზე აქტუალურია ამ ჩექმის ფერადი ვარიანტები კენკრის, შინდისფერისა და შავის კომბინაციით.

წინა სტატია

ქალების ნარატივი
08 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

რა უშლის ხელს საფონდო ბირჟის განვითარებას?
09 დეკემბერი, 2015
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა