ნიკა რურუა: "რუსეთი ერთი შეხედვით უვნებელი შეხვედრით ორ ან რამდენიმე კურდღელს მოკლავს"

"ტაციაობა იმაზე თუ ვინ წავა პუტინთან, გარდა იმისა რომ ძალიან სამარცხვინოა, ასევე ძალიან სახიფათოცაა საქართველოს წინსვლისთვის ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თუ მარგველაშვილ/ღარიბაშვილს pro forma ვიზიტი არ უნდათ პუტინთან, ისინი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რა მოხდება ამ ვიზიტის მერე საქართველოსთვის. ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ არც ერთი მათგანი პუტინთან შეხვედრისათვის მზად არაა, თუნდაც გულით სურდეთ მასთან ყველა საჭირბოროტო საკითხის უშიშრად განხილვა. საკითხავი ის კი არაა, რომელი მათგანი, მარგველაშვილი თუ ღარიბაშვილი წავა მტერთან შესახვედრად, არამედ ის, თუ რატომ მოუნდა პუტინს ახლა რომელიმე მათგანთან შეხვედრა.

პუტინს კი ეს შეხვედრა ახლა იმიტომ უნდა, რომ საქართველოს პასიური (ფაქტიურად მკვდარი) საგარეო პოლიტიკის ფონზე, რის შედეგადაც პუტინზე არავითარი წნეხი არ ხორციელდება თავისუფალი სამყაროსგან, მას უნდა 'დაიკანონოს' ყველა ის 'მონაპოვარი', რომელიც აქამდე მსოფლიოს თვალში უკანონო და შესაცვლელი იყო. კერძოდ: გაზარდროს იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებიც ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი, შექმნას პერცეფცია, რომ ის 'კანონიერი' მიზეზით დაესხა თავს მეზობელს 2008 წელს, და კიდევ უფრო გადადოს, ან სამუდამოდ დაასამაროს MAP-ს მინიჭება და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების იდეა. ეს მას ძალიან გაუადვილდება იმ ფსევდო-პოზიტიურ ფონზე, რასაც შექმნის პუტინის საქართველოს პრეზიდენთან ან პრემიერთან შეხვედრა. ასეთი "დათბობა" რუსულ-ქართული ურთიერთობების კი გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგები იტყვიან: "მოდით, ნუ გავაღიაზიანებთ პუტინს ლონდონში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებით, როცა რუსეთი და საქართველო როგორც ჩანს ურთიერთობებს ალაგებენ". ეს ასე მოხდება და რუსეთი ერთი შეხედვით უვნებელი შეხვედრით ორ ან რამდენიმე კურდღელს მოკლავს. რუსეთთან ურთიერთობის ნამდვილი დალაგება მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც მას ეცოდინება, რომ ადვილად ვერ მოგვერევა, ანუ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემდეგ. მანამდე ჩვენი დამოუკიდებლობის გადარჩენის (და ახლა ბრძოლა ამაზეა) ერთადერთი გზა პუტინისთვის პრინციპულ წინააღმდეგობის გაწევაშია და არა ურთიერთობების მოჩვენებით დათბობაში"

წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა რურუა, ინტერნეტ გაზეთ Iveria.biz-ის დამფუძნებელი, კულტურის ყოფილი მინისტრი. 12 თებერვალი, 2014

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა