დავით უსუფაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

"ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ პოლიტიკურ პარტიებთან, დაინტერესებულ სუბიექტებთან კონსულტაციებს და უკვე დროა გადავიდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ოპოზიციას ყოველთვის აქვს განსხვავებული საკითხები და ყოველთვის უკმაყოფილოა, სწორედ ამიტომ არის ოპოზიცია. მე მესმის მათი, ვინც არ არიან პარლმენტში, მიაჩნიათ, რომ არ აქვთ საკმარისი ტრიბუნა მოსახლეობამდე პოლიტიკური მესიჯის მისატანად. ვისაც არ აქვს დაფინასება, ან ვისაც არ ჰყავს წარმომადგენელი კომისიაში ამაზე ჩივის, მაგრამ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით ვისაც რა ბერკეტები ერგებოდა, მათ აქვთ ეს ბერკეტები, ამის გარდა ჩვენ გადავდგით უპრეცედენტო ნაბიჯი ამ ბერკეტების გასაზრდელად, კვალიფიციურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, რომელთაც გადალახული აქვთ სამპროცენტიანი ბარიერი, საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, საარჩევნო უბანზე შესაძლოა ჰქონდეს გასამრჯელო. ხოლო იმ პარტიებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, მაგრამ სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ამ არჩევნებში, საშუალება აქვთ, რამდენიმე პარტია გაერთიანდეს და მათი ჯამური შედეგი თუ გადააჭარბებს არა სამ, არამედ კიდევ უფრო დაბლა დაწეულ ბარიერს, ორ პროცენტს, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მათ წარმომადგენელსაც ექნება ბიუჯეტიდან დაფინანსება. როგორც ოპონენტები ამბობენ ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვითო, და გაიმარჯვოს მან, ვისაც მხარს დაუჭერს მოსახლეობის 50%"

დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 17 თებერვალი, 2014.

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა