ზურაბ აბაშიძე მავთულხლართების გაბმის განახლების შესახებ

"სამწუხაროა, რომ მოსკოვში არასწორად გაიგეს ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა და, ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდების აღდგენის ნაცვლად, კვლავ გამყოფი კედლის მშენებლობას განაგრძობენ. ეს იწვევს ხალხებს შორის მეტ გაუცხოებას და არანაირად არ უწყობს ხელს საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანის მცდელობას. მოსკოვში ოლიმპიადის დროს ერიდებოდნენ სკანდალს, ოლიმპიადა დასრულდა და ახლა უკვე საერთაშორისო პრესტიჟზე ზრუნვას საჭიროდ აღარ მიიჩნევენ. ალბათ სიტყვის გატეხვასაც აღარაფერი უდგას წინ. აკი ითქვა კიდეც, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დასრულდა. ჩვენ არ გვქონდა და არც გვაქვს ილუზია, რომ რუსეთთან დაწყებული ორმხრივი დიალოგი მარტივი პროცესი იქნებოდა. ამას ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს. არც სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობის გამო გამოვთქვამთ სინანულს, რადგან ამ სწორმა გადაწყვეტილებამ თავის მიზანს მიაღწია და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი კეთილი ნება. ამგვარად აღიქვამენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც დაბეჯითებით გვირჩევენ გავაგრძელოთ რუსეთთან რთული დიალოგი"

ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. 25 თებერვალი, 2014

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა