გიგი უგულავა: კალაძე მართლა ვერ ხვდება, როგორც ჩანს, რა თანამდებობაზეა

"ეს ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, დილით რომ დგებიან, ჩვენ ველანდებით. დროა ამ ხალხმა გააცნობიეროს, რომ ისინი არიან მთავრობაში. როცა ოპოზიციაში იყვნენ, მაშინაც დასაგმობი იყო უცენზურო, უზრდელური და უპასუხისმგებლო განცხადება და დღეს, როცა ვიცე-პრემიერი და კიდევ უფრო მაღლა თუ ავალ, სამოქალაქო სექტორში გადაბარგებული ადამიანი საუბრობს ამ ენით, ეს არ უწყობს ხელს ჯანსაღი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში... ჩემგან არა მგონია გახსოვდეთ ის ტერმინები, რომელსაც იყენებს, სამწუხაროდ, ისიც სუფლიორის საშუალებით ბატონი კალაძე. ეს ადამიანი მართლა ვერ ხვდება, როგორც ჩანს, რა თანამდებობაზეა. ვერ ხვდებოდა მაშინ, როცა აბსოლუტურად გაუგონარი განცხადება გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით. უბრალოდ ეს ადამიანი ვერ ხვდება, რომ ის არ არის რესტორნების, მაღაზიების, მანქანების მფლობელი, ის არის საქართველოს ვიცე-პრემიერი და ასეთი გაუაზრებელი განცხადებები არა მარტო მის პირად რეპუტაციას, არამედ ქვეყნის რეპუტაციას ვნებს. თუ რიტორიკულად ვსვამთ კითხვას, რომ დევნილებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, მთელმა საზოგადოებამ და ყველა თაობამ უნდა მოვუხადოთ, მაგრამ ამ ადამიანისგან ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ, როდესაც ეს კაცი არის სასტუმრო "უშბას" მფლობელი ქალაქის შემოსასვლელში, რომელიც არის გავსებული დევნილებით. როდესაც ბიზნესმენი და ფეხბურთელი იყო, მრავალჯერ არის ჩემთან ნამყოფი ამ თემაზე და ვეხვეწებოდი მე მას. ასეთი ტრადიცია გვქონდა, რომ ვისაც ჰქონდა საშუალება, მფლობელს, ან კომპენსაციას აძლევდა, ან ჩვენ ვუყოფდით ფართობს, შემდეგ ისინი ურემონტებდნენ და გადაგვყავდა. ეს ადამიანი სამი თხოვნის მიუხედავად, ერთხელაც არ განძრეულა და იძახდა, მე ფულს არ ვბეჭდავ, დევნილებს რატომ უნდა მივცე ფულიო. თუ დღეს სადმე არის დევნილებისთვის დაუკანონებელი სახლი, სწორედ კალაძის საკუთრებაა. თუ დღეს სადმე ყველაზე ცუდად ცხოვრობენ დევნილები, ეს სასტუმრო "უშბაა", მას საკმაოდ დიდი ქონება აქვს იმისთვის, რომ ან დევნილებს მისცეს ან სხვაგან გადაიყვანოს ისინი. კიდევ ერთ შეკითხვას დავუსვამ: ვინ არის უჩა მამაცაშვილი? მისი სახელი და გვარი არც კი იგუგლება, ივანიშვილის ალალი ბიძაშვილია. ის ივანიშვილის სახელით "ალაგებს" ბიზნესთან ურთიერთობას და კალაძესთან ერთად საარჩევნოდ ფულს აგროვებს. თვალების ღაპუნს შეეშვას კალაძე და ენერგეტიკას მიხედოს"

გიგი უგულავა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში". 28 თებერვალი, 2014.

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა