ირაკლი ალასანია: სამხედრო დაპირისპირება პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს

"ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან ლოგიკურად დგება საკითხი იმისა, თუ რა შეიძლება მეტი გააკეთოს რეგიონის უსაფრთხოებისათვის ნატო-მ და ევროკავშირმა. ჩემი აზრით, ლოგიკური ნაბიჯებია გადასადგმელი. მნიშვნელოვნად ბევრი იქნება დამოკიდებული თვითონ უკრაინის მთავრობის ნაბიჯებზე. მე ვთვლი, რომ უკრაინის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის შეშფოთებები მაქსიმალურად გაითვალისწინოს და შეძლოს მათი ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვეს უკრაინის მთავრობა იმ ცდუნებას, რომ რაიმე ფორმით მაინც ემოციური გადაწყვეტილებებით მისცეს მიზეზი რუსეთის ფედერაციას რომ დაიწყოს სამხედრო ინტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინაში. რაც შეეხება ყირიმს, აქ პოლიტიკური და სამხედრო ვითარება ბევრად უფრო რთულია და ჩემი აზრით, ამ პროცესის ნორმალიზება მეტ დროს წაიღებს. ახლა, ამოცანაა, რომ სამხედრო დაპირისპირება ჩაანაცვლოს პოლიტიკურმა დიალოგმა, მათ შორის ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. მთავარია, საქართველომ გააგრძელოს პოლიტიკურად წინდახედული, გონივრული, პრაგმატული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გასაწევრიანებლად."

ირაკლი ალასანია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 5 მარტი, 2014.

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
BGEO-მ გასულ წელს 1,1 მილიარდის შემოსავალი მიიღო
ახალი ამბები ქართულად | თებ, 16, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა