მიხეილ სააკშვილი: მეორედ დავიბადებოდი და მეორედაც ვიმუშავებდი საქართველოსთვის

"უკრაინის მთავრობაში ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ უკრაინის მთავრობაში არ არის საქმე. ყველა უკრაინელმა ზეპირად იცის საქართველოს შედეგები და უკრაინელებისთვის ეს გახდა მისაბაძი – მოთხოვნაა ხალხისგან. რომ გადაიღონ ეს რეფორმები. რაც შეეხება ფორმალური პოზიციის შეთავაზებას, მთელი ჩემი არსებობა ეკუთვნის საქართველოს. ისტორიულად იყო ბევრი ქართველი, რომელმაც უცხოეთში გაიკეთა კარიერა – მთელი ჩემი კარიერა გაკეთებულია საქართველოში. მე ვარ ქართველი, ვინც შეძლო საერთაშორისო კარიერის გაკეთება საქართველოში. ეს მომხდარა იშვიათად ჩვენს ისტორიაში და ესაა სწორი ტრადიცია. განსხვავებით წარსულის ქართველებისგან, რომლებიც რაღაცაზე გაბრაზდებოდნენ, წავიდოდნენ და უცხო ქვეყნებს ემსახურებოდნენ. მე მეორე სიცოცხლეც რომ მქონდეს, მეორედ დავიბადებოდი და მეორედაც ვიმუშავებდი საქართველოსთვის, მესამე სიცოცხლე რომ მქონდეს, მესამე სიცოცხლეც მიეძღვნება საქართველოს. მეათეც – მეათეც მიეძღვნება საქართველოს. ასე რომ, შეუძლიათ არ ინერვიულონ, არანაირ ფორმალურ პოზიციას მე არსად არ ავიღებ სხვაგან"


მიხეილ სააკაშვილი რუსთავი2-ის ეთერში. 7 მარტი, 2014

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა