გიორგი ქადაგიძე საპროცენტო განაკვეთების შესახებ

"საქართველოში სასესხო პროდუქტების აბსულუტურ უმეტესობაზე საპროცენტო განაკვეთი უფრო ნაკლებია, ვიდრე - ყაზახეთში, სერბეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში, ხოლო უფრო მეტია, ვიდრე პოლონეთსა და უფრო განვითარებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს, პრინციპში, სიურპრიზი არ იყო, ვინაიდან არავისთვის არ არის სიურპრიზი, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის სრული ჩემპიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, დასაქმების თვალსაზრისით, არის ლოკომოტივი ქართული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ კვლევის (ეროვნული ბანკის დაკვეთით კომპანია KPMG-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო, შეედარებინა სხვადასხვა ქვეყნებში სასესხო პროდუქტების არსებული საპროცენტო განაკვეთები. FG) შედეგად წერტილი დაესმევა ისეთი აბსურდული სტერეოტიპების დამკვიდრების მცდელობას, თითქოს საქართველოში, 2014 არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები".

გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 11 მარტი, 2014

 

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა