დავით ნარმანია: იძულებულები ვართ, რომ ქამრები შემოვიჭიროთ

"ეს არის მართლაც ყველაზე ცუდი ბიუჯეტი, რაც მე მინახავს. მათ დაგვახვედრეს ბოლომდე გახარჯული ბიუჯეტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში. ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ქამრები შემოვიჭიროთ, ადმინისტრაციული რესურსები დავზოგეთ, ტენდერებში არსებული ეკონომია გამოვიყენეთ სხვადასხვა აუცილებელი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც წლის ბოლომდე მნიშვნელოვანია დასრულდეს. წლის ბოლომდე გვჭირდებოდა ფინანსური სახსრები ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ამიტომაც სხვა მუხლებში არსებული თანხები აქეთ გადმოვიტანეთ. მათ არ ჰქონდათ გათვალისწინებული თანხები ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. წყალკანალიზაციის და დიღომში ოლიმპიური ტერიტორიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გავწერეთ. ამ ყველაფრის გამო, გვიწევს გარედან რესურსების მოზიდვა, რათა მოვასწროთ ოლიმპიადის ჩატარება".

დავით ნარმანია, თბილისის მერი. 16 სექტემბერი, 2014

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა