მარგველაშვილი: ვადებ ვეტოს ამ კანონს და იმედი მაქვს პარლამენტი გაითავლისწინებას ამას

"მივესალმები იმ კანონს, რომელიც მიღებული იყო აგვისტოში. თუმცა, ბევრი დეტალი ამ კანონისა არ დარეგულირებულა, უმნიშვნელოვანესი თემები გადადო დღევანდელი დღისთვის. ამას მოყვა კიდევ ერთხელ 1 ნოემბრიდან გადადება კიდევ რაღაც დროით, ეს ტენდენცია არის ჩვენს ახალ პარლამენტში და მე მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია გონივრულ რეჟიმში იქნა გადატანილი და უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომელზეც არის კონსენსუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაშიც. შესაბამისად, ის კანონები, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, უსწრაფეს ვადაში უნდა იყოს მიღებული. ნებისმიერი კრიმინოგენული საკითხის გადალახვა ხდება საზოგადოების მაქსიმალურ ნდობით და ჩართულობით. უნდა ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში და ამით გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მოვუწოდებ პარლამენტს, აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრუბელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის.  ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებსმა და ამ არგუმენტაციით ვადებ ვეტოს ამ კანონს და იმედი მაქვს პარლამენტი გაითავლისწინებას ამას”.


გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. 31 ოქტომბერი, 2014.

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა