ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა ქართველ ოლიმპიელებს

"ძვირფასო ოლიმპიელებო!

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერი სპორტსმენისათვის უაღრესად საპატიოა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი სპორტსმენები აკმაყოფილებთ ოლიმპიური თამაშების სტანდარტებს და მონაწილეობთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა უმაღლესი დონის შეჯიბრებებში. 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ოლიმპიადა ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს. მეტად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება ამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ; მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი და ეს გადაწყვეტილება ქართული სპორტისა და ჩვენი სპორტსმენების, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ მივიღეთ. საქართველოს მეგობრები იზიარებენ ჩვენს პოზიციას. დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით საქართველო დგამს კეთილი ნების ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის მიმართ. ახლა ჯერი თქვენზეა, ჩვენს სახელოვან სპორტსმენებზე. მთელი საქართველო, ყველანი თქვენი გულშემატკივარი ვართ და განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს თქვენს წარმატებებს“. - საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. 5 თებერვალი, 2014.

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა