წულუკიანი: წინააღმდეგი ვარ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან

"ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, არის პროდასავლური მთავრობა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა თუნდაც იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოწეროდა; რომ ის სხდომა შემდგარიყო, რომელიც 17 ნოემბერს ბრიუსელში შედგა; რომ ის მაღალი ვიზიტები და შეფასებები მიგვეღო, რაც ორი დღის წინ მივიღეთ ბრიუსელში. მაგრამ, ის მაღალი შეფასებები, რომელსაც იღებს მთავრობა ევროკავშირის, თუ ნატო-ს მხრიდან, არ ეკუთვნის ამ მთავრობას, ეს ეკუთვნის ხალხს და სწორედ აქ განსხვავდება ჩემი და "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციები ერთმანეთისგან, დღეს უკვე ძალიან რადიკალურად. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან, რომ მე თუ ვარ, ე.ი. პროცესი ევროპულია და თუ არ ვარ, ე.ი. - არ არის. ამ განცხადებას ჰგავდა ის განცხადება, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად სიურპრიზის სახით წამოვიდა ტელევიზორიდან და ეკრანიდან მეცა სახეში".

თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 20 ნოემბერი, 2014 (ინტერვიუ რადიო "თავისუფლების" პრაღის ბიუროსთან).

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა