ზურაბ აბაშიძის განცხადება თიბილოვის სოჭში მიწვევასთან დაკავშირებით

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელმძღვანელი ოფიციალურადაა მიწვეული სოჭის ოლიმპიადაზე. სამწუხაროდ, არალეგიტიმური რეჟიმის პრესსამსახურის სრულიად უცნობი ხელმძღვანელის ეს განცხადება, ძალიან სწრაფად აიტაცა ჩვენმა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა და გააკეთეს ძალიან სწრაფად, ელვისებურად გაუაზრებელი და ნაჩქარევი განცხადებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ სოჭში მიწვეულნი არიან ოფიციალურად მხოლოდ იმ ქვეყნების სპორტსმენები და წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში. კერძო პირებს, ნებისმიერს შეუძლია ჩასვლა სოჭშიც და ნებისმიერ სხვა ქალაქში. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და რუსეთის საგარეო უწყების ეს დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია და თუნდაც ამიტომ, აბსოლუტურად სწორია ჩვენი გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ," - პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე. 5 თებერვალი, 2014. 

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
BGEO-მ გასულ წელს 1,1 მილიარდის შემოსავალი მიიღო
ახალი ამბები ქართულად | თებ, 16, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა