ბოკერია: თავდაცვის სამინისტროს განცხადება არის კრემლის პირდაპირი დაკვეთა

"ვერსია, რომელიც არსებობს და რომელზეც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც კი საუბრობს არაფორმალურად, არის მკაფიო, რომ პირდაპირ კრემლის ზარის შემდეგ მოხდა ამ განცხადების გაკეთება. ღარიბაშვილს დღემდე არ განუმარტავს, თუ რა პოზიცია აქვს კერძოდ მას იმ ადამიანების მიმართ, ვინც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ყველა შემთხვევაში მინისტრის, მისი მოადგილეების თანამდებობებზე დატოვება არის, როგორც უკვე ითქვა, ღიად დადასტურება იმისა, რაც ისედაც ვიცით, რომ კრემლის დაკვეთით, ივანიშვილი და მისი დავალებით ღარიბაშვილი არიან ამ განცხადების ავტორები".

გიგა ბოკერია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი. 22 დეკემბერი, 2014.

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა