თარგამაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფციის დამადასტურებელ მასალას ვუგზავნი ნოდარ ჯავახიშვილს

"უკვე რამდენიმე კვირაა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი აკრიტიკებს საკუთარ ხელმღვანელს, მინისტრს. იძახის, რომ ამ დარგში ტყდება ფული ტენდერებიდან; იძახის, რომ რეგიონალური მმართველების თავები უნდა დაიყაროს, იმიტომ, რომ ისინი უშვებენ გადაცდომებს, როგორც მინიმუმ. ოღონდ ამ ყველაფრისთვის ითხოვს, ვინმემ მას მიაწოდოს შესაბამისი მასალა. ერთი კვირის წინ პარლამენტში შევპირდი მას, რომ მივაწვდიდი სრულ დოკუმენტაციას, დღეს ვასრულებ პირობას, საკმაოდ ტევად მასალას წერილის სახით ვუგზავნით ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს დოკუმენტაცია მოპოვებულია საჯარო სივრცეში. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ მინისტრის მოადგილეს შეეძლო, თავადაც მოეპოვებინა ასეთი ტიპის ინფორმაცია. მაგრამ მე მინდა, დავუშვა, რომ ამ სრული უნიათობის ფონზე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები არ მუშაობენ და ამიტომ ვერ შეძლეს ამის გაკეთება ამ ხნის განმავლობაში".

გივი თარგამაძე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 11 მარტი, 2015.

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა