ბეზოსმა ახალი რეკორდი დაამყარა - ის $202 მილიარდს ფლობს

ბეზოსმა ახალი რეკორდი დაამყარა - ის $202 მილიარდს ფლობს

ონლაინ საცალო გაყიდვების პლატფორმა Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ახალი რეკორდი დაამყარა – მსოფლიოში ისედაც ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება $202 მილიარდამდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი Bloomberg Billionaires Index-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მიხედვით, ბეზოსის ქონება იანვრის შემდეგ $87 მილიარდით გაიზარდა, რაც კომპანიის აქციებზე ფასების ზრდით არის განპირობებული.

თავის მხრივ, Amazon-ის აქციების ფასმა ბოლო სამ თვეში 25%-ით მოიმატა, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე ზრდამ 86% შეადგინა.

ბეზოსმა Amazon-ი 1994 წელს დააარსა, ხოლო 2017 წლიდან პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ატარებს.

მილიარდერების რეიტიგნში ჯეფ ბეზოსს მიჰყვება ბილ გეითსი $124 მილიარდით; მას მოსდევს მარკ ცუკერბერგი $115 მილიარდით. სამეულს ხურავს ელონ მასკი $101 მილიარდით.