"ვარ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი. ბლოგებში განვიხილავ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიზნესისთვის სხვა აქტუალურ თემებს."

CSR vs ფილანტროპია

CSR vs ფილანტროპია

დღეს ვისაუბრებთ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ფილანტროპიაზე. პირველ ბლოგშიც აღვნიშნე, რომ ხშირად ვურევთ ხოლმე ამ ცნებებს, როგორც კომპანიები, ასევე მკვლევარები და საზოგადოების სხვა წევრები.თუმცა ამ არეულობის მიზეზები ნამდვილად არსებობს.

ზოგიერთი მკვლევარისთვის ფილანტროპია არის CSR-ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ზოგიერთისთვის კი უბრალოდ CSR-ის განვითარების ერთ-ერთი საწყისი ეტაპი. ამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ,როცა CSR-ის მოდელებს განვიხილავდით,თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

CSR -ის განმარტებებს დრო დავუთმე პირველ ბლოგში, ამიტომ ახლა ფილანტროპიის ჯერია. ვიკიპედიას მიხედვით : – „ფილანტროპიის გავრცელებული განმარტებაა კერძო ინიციატივები საზოგადოებრივი სიკეთისთვის,რომლებიც ფოკუსირებულია ცხოვრების პირობების ხარისხზე, რომელიც აერთიანებს ჰუმანურ ტრადიციებს და სოციალური მეცნიერების ასპეცქტებს, რომლებიც მე-20 საუკუნეში განვითარდა “. ხოლო ფილანტროპიასა და ქველმოქმედებას შორის სხვაობა ძირითადად იმაშია, რომ ქველმოქმედება შედეგს შველის ,ხოლო ფილანტროპია გამომწვევ მიზეზსო – გვეუბნება ვიკიპედია.

ახლა განვიხილოთ რას გვეუბნებიან მკვლევარები. ამ ორი ცნების უკეთ გასამიჯნად დაგვეხმარება Prof. Geoffrey P. Lantos სტატია The Ethicality of Altruistic Corporate Social Responsibility.

ამ სტატიის თანახმად,არსებობს 3 ტიპის CSR :

1.    ეთიკური CSR: კომპანიის მიერ ეკონომიკური,ლეგალური და ეთიკური ვალდებულებების შესრულება;

2.    ალტრუისტული CSR: ეთიკური CSR -ის შესრულება და მის მიღმა ორგანიზაციის მიერ ფილანტროპიული პასუხისმგებლობის შესრულება , საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა.

3.    სტრატეგიული CSR: კორპორაციული აქტივობების ისე დაგეგმვა  და სტრატეგიული მიზნების მიღწევა, რომ ამავდროეულად დაცული იყოს ჩართული მხარეების ინტერესები.

ამ მსჯელობით, ფილანტროპია CSR-ის გარკვეული ტიპის შემადგენელი ნაწილი გამოდის.

თუმცა თუ Dr. Wayne Visser-ის ინტერვიუს ვნახავთ , რომელიც გახლავთ CSR International – A Global Institute for Sustainability and Social Responsibility Professionals -ის დამფუძნებელი და 17 წიგნის ავტორი, , ის ფილანტროპიას განიხილავს,როგორც CSR –ის განვითარების გარკვეულ ეტაპს:

  • თავდაცვითი CSR , რომელიც დაკავშირებული სესაბამისობასა და რისკის მენეჯმენტთან;
  • ფილანტროპიული CSR , რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებას დაუბრუნოს გარკვეული სიკეთე;
  • წამახალისებელი / პრომოციის CSR , რომელიც დაკავშირებულია ბრენდთან და რეპუტაციასთან;
  • სტრატეგიული CSR, რომელიც დაკავშირებულია ძირითად ბიზნესთან და აწესებს ქცევის სტანდარტს;
  • ტრანსფორმაციული CSR, რომელიც ცდილობს მსოფლიოში გადაჭრას სოციალური და გარემოს დაცვითი პრობლემები.

ფილანტროპიისა და CSR –ის ასეთი ხშირი არევა,იმიტომ ხდება რომ მართლაც გარკვეულ პერიოდში ფილანტროპია „საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის “ ერთ-ერთ ყველაზე ქმედით გზად აღიქმებოდა. ყველა ქვეყანაში ეს სხვადასხვა პერიოდში ხდებოდა და უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თუნდაც ერთ ქვეყანაში (თუნდაც საქართველოში) შეიძლება მოვიძიოთ ორგანიზაციები, რომლებიც ამ ხუთი ეტაპიდან განსხვავებულ ეტაპზე არიან.

თუმცა, რადგან დღეს  განვითარებულ სამყაროში უმთავრესად დამკვიდრებულია ტრანსფორმაციული CSR -ის სტანდარტი, უმჯობესია თუ ჩვენც მართებულად მოვიხსენიებთ საქართველოში არსებული კომპანიების საქმიანობას, ანუ CSR -ს დავარქმებთ CSR-ს და ფილანტროპიას მოვიხსენიებთ , როგორც ფილანტროპიას / ქველმოქმედებას.

გააზიარე