"დავიბადე 1971 წელს. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი".

გლობალური მობილობა. სად ვეძებოთ სამსახური 2020 წელს?

გლობალური მობილობა. სად ვეძებოთ სამსახური 2020 წელს?

დღეს როდესაც ქვეყნებს შორის არსებული საზღვრები მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს, მისი გადაკვეთის პროცედურები კი ნაწილობრივ ან სრულიად გაუქმდა, მსოფლიო დასაქმების ბაზარი ახალი გამოწვევის წინაშე დგას: შრომითი ბაზრების მოთხოვნების დაკმაყოფილება სხვა ქვეყნების ადამიანური რესურსების საშუალებით ხდება შესაძლებელი.

ქვეყნებს შორის შრომითი რესურსების მობილობა წარმოადგენს ბიზნესის სფეროს ახალი კვალიფიცირებული რესურსებით სტიმულირების საუკეთესო საშუალებას. მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა IT ინჟინრებზე, მისი დაკმაყოფილება არამარტო ადგილობრივი, არამედ სხვა ქვეყნების კადრების საშულებით არის შესაძლებელი. ბიზნესი იღებს საუკეთესო კომპეტენციების კადრებს, ხოლო ადამიანური რესურსები ნაწილდება მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.

მნიშვნელოვანია კადრების გლობალური მიგრაციის მონიტორინგი და სხვა ქვეყნებში ანალოგიური კომპეტენციების მქონე კადრების დასაქმების ტენდენციების პერიოდული ანალიზი, რათა შევძლოთ პროგნოზირება, თუ რა ელოდება დასაქმების სფეროს 2020 წლისთვის.

ილიაუნის ბიზნეს სკოლის კვლევების მონაცემების ანალიზის შედეგად შეგვიძლია გავაკეთოთ ამ პერიოდის პროგნოზირება და განვიხილოთ შრომის ბაზრის სამომავლო ტენდენციები. ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ბაზარზე მობილობა, თუ უკანასკნელი წლების განმავლობაში ზრდა 25% იყო, 2020 წლისთვის  50%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

პროგნოზებს ასევე ამყარებს ბოლო მონაცემები მართვის სისტემების მიდგომებში, რაც გულისხმობს „პროექტებით მართვის“ და „ვირტულური კომპანიების“ რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას. მართვის ორივე მიდგომა დამყარებულია კონკრეტული კადრების საჭიროებებზე და არ გულისხმობს ერთი ოფისის სივრცეში შრომის ორგანიზების აუცილებლობას. ბიზნეს ამოცანის შესასრულებალად ადამიანური რესურსების ჩართულობა შესაძლებელია განხორციელდეს სრულიად განსხვავებული წერილიდან, სხვა ქალაქიდან ან თუნდაც ქვეყნიდან, ამისთვის კი კომუნიკაციის კარგი საშუალებები და პროექტის ეფექტური მენეჯერია საჭირო, რომელიც სამუშაოების დაგეგმარებას და მართვას, სხვადასხვა ტექნიკური საშულებებით განახორციელებს.

ასევე მნიშვნელოვანია თვითონ ადამიანური რესურსების მზაობა გლობალური მობილობისთვის. ქვეყნებს შორის კადრების მიგრაცია და ადაპტირება განსაკუთრებით გამარტივებულია ბოლო პერიოდის განმალობაში. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული სტუდენტების 71% მზად არის სამუშაო სხვა ქვეყანაში მოიძიოს.

არსებული მონაცემებით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ კადრების მობილობა შრომის ბაზრის ახალი ტენდენციაა და მიგრაციის მაჩვენებელი ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

მიგრაციის პირობებში ეროვნულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია კონკრეტული კომპეტენციები და გამოცდილება, რაც კადრების შერჩევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს.

იმისთვის რომ გავხდეთ გლობალური მიგრაციის მონაწილე, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის დაკმაყოფილება:

  • ენების ცოდნა – რაც მეტი ენა იცით მით იზრდება მიგრაციის და უკეთესი პირობებით სამუშაოს მოძიების ალბათობა.
  • კონკრეტული ცოდნის კომპეტენციები – აუცილებელია ვიწრო სპეციალობის უფრო დეტალური ცოდნა, რაც მნიშვნელოვად გაზრდის თქვენს უნიკალურობას კონკრეტულ ინდურსტრიაში.
  • გამოცდილება – მნიშვნელოვანდ დაგვეხმარება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის პროცესში
  • ინფორმაცია გლობალური ბაზრების შესახებ – სად და რა სპეციალობის კადრებზე არის მოსალოდნელი მოთხოვნები, რომელ ქვეყანაში სთავაზობენ თქვენი სფეროს სპეციალისტებს საუკეთესო პირობებს.

აუცილებელია საკუთარი კომპეტენციების მუდმივი განვითარება და საქმიანობის სფეროს შესახებ ინფორმაციის განახლება. ეს აამაღლებს თქვენს ცოდნას, მის პრაქტიკაში გამოყენების უნარს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაარწმუნებს დამქირავლებლებს, რომ თქვენ ფასეული კადრი ხართ არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

გააზიარე