თბილისის 2019 წლის ფინანსურად ყველაზე წარმატებული 3 რესტორანი

2019 წლის ბოლოა და გადავწყვიტე თბილისის სამი ყველაზე წარმატებული რესტორანი გამომეკვლია, რომელთა შორის ორი ქართული სამზარეულოს რესტორანი აღმოჩნდა.


“ტრიპედვაიზერის” მეგზურის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს დედაქალაქში 1253-ზე მეტი რესტორანი იყო, ხოლო 2019 წელს - 1171. 

ბიზნესის შეფასებით, რესტორანი არა მისი სამზარეულოს ხარისხით, არამედ მისი ეკონომიკური წარმატებით, ვიზიტორთა პოპულარობითა და მათ შესახებ ბაზრის ექსპერტების მოსაზრებებით განისაზღვრება. სია მოიცავს რესტორნებს, რომლებსაც წარმატებული რესტორატორები, შეფმზარეულები მართავენ. თუმცა არამხოლოდ ისინი. ესაა ნიშური პროექტები, სადაც ყველაზე მეტი მომხმარებელია. 

გრძელი სიის შედგენისას შეგნებულად გამოვრიცხე მსხვილი ქსელები, რადგან ქსელისა და ცალკეული რესტორნის ფუნქციონირების ეკონომიკა განსხვავებულია. ასევე, არ გავითვალისწინე ბარები, რამდენადაც მათ მთავარი შემოსავალი ალკოჰოლის გაყიდვიდან აქვთ. ამასთან, გამოვრიცხე საერთაშორისო ფრანჩიზები და დაწესებულებები დიდ სასტუმროებში - ისინი, როგორც წესი, საერთაშორისო კორპორატიულმა მეპატრონეებმა შექმნეს და მათთან კონკურენცია უსამართლო იქნებოდა. სიაში არ მოხვდნენ არც 2019 წელს გახსნილი რესტორნები, რადგან მათ წლის განმავლობაში ჯერ კიდევ არ აქვთ სტაბილურობისთვის მიღწეული. ჩემი ეს სია რესტორნების ბაზრის მცოდნე ექსპერტებს გავუგზავნე და მათ ვთხოვე სამ კატეგორიაში აერჩიათ მათი აზრით ეკონომიკურად წარმატებული კვების დაწესებულებები. ამაში მოიაზრებოდა რესტორნები, სადაც ფასი ერთ პერსონაზე 30 ლარი და მეტია, რადგან ამაზე დაბალფასიანი რესტორნები, უბრალოდ, აღარ ეკუთვნის რესტორნის კატეგორიას. 

თბილისის ბაზარი ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, პრაქტიკულად დახურულია მსგავსი კვლევისთვის და არავინ მოგაწვდის ფინანსურ ინფორმაციას ასეთი ანალიტიკისთვის (ახლობელი რესტორატორიც კი), ამიტომაც საკუთარი გამოცდილებით შევაფასე კვების დაწესებულების ფასები. ასევე გამოვიყენე “გასტრონავტის” მონაცემთა ბაზა, საექსპერტო მოსაზრებებისა და საშუალო ჩეკის მონაცემების გამოყენებით. ამ რეიტინგში რესტორნების ერთი მესამედი სპეციალიზებულია კლასიკური ან საავტორო ქართული სამზარეულოთი.

კატეგორიაში უდავო ლიდერი, რომლის საშუალო ჩეკი 75 ლარია, არის “სტამბა.” სეგმენტში 35 ლარი - გიორგი იოსავას “სალობიე ბია,” ხოლო მაღალ ფასებში - 110 ლარი და ზემოთ - “ბარბარესთან” ყველაზე წარმატებული რესტორანია. საბოლოოდ, სამი გამარჯვებულიდან ორი ქართული სამზარეულოს რესტორანია. 

მეტი ინფორმაცია თითოეული კატეგორიის სამი ყველაზე წარმატებული რესტორნის შესახებ ჩემს გალერეაშია განთავსებული: 

სალობიე ბია

კატეგორია: საშუალო ჩეკი 30-35 ლარი

გახსნის წელი: 2017 წელი

მფლობელი: გიორგი იოსავა

შეფი: გიორგი იოსავა

სამზარეულო: ქართული

სტუმრების დაახლოებით 70% უცხოელია 

სტამბა

კატეგორია: საშუალო ჩეკი 55-75 ლარი

გახსნის წელი: 2018 წელი

მფლობელი: აჭარა ჯგუფი

შეფი: ირაკლი ასათიანი

სამზარეულო: ქართულ-ევროპული

სტუმრების დაახლოებით 60% უცხოელია 

ბარბარესთან

კატეგორია: საშუალო ჩეკი 105-120 ლარი

გახსნის წელი: 2015 წელი

მფლობელი: ქართული ოჯახი

შეფი: გიორგი სარაჯიშვილი

სამზარეულო: ქართული

სტუმრების დაახლოებით 80% უცხოელია 

როგორ დავთვალე? 

რეიტინგი დავყავი სამ სეგმენტად, საშუალო ჩეკის მიხედვით: 30–35 ლარი, 55–75 ლარი და 105 ლარი და მეტი. საბოლოო ქულა ხუთი ინდიკატორისგან შედგება. 30 ქულა მივეცი შემოსავლის მაქსიმალურ თანაფარდობას სკამების რაოდენობასთან. ობიექტების მონაცემები გამოვითხოვე ამა თუ იმ რესტორნის მმართველისგან ან განვსაზღვრე “გასტრონავტის” კვლევების მიხედვით. დარბაზის მაქსიმალური ყოველდღიური შევსების მიხედვით რესტორანს ვანიჭებდი 20 ქულას. მესამე კომპონენტს - ექსპერტულ გამოკითხვას - რესტორნისთვის 20 ქულის მოტანა შეეძლო. 10 ქულა მივანიჭე საერთაშორისო ბლოგერების შეფასებებით და 20 ქულა მომხმარებლის რეიტინგით “გუგლისა” და “ფეისბუქის”გვერდებზე დაწერილი შეფასებების მიხედვით. 

კვლევაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდი: კიწი სიგუას, მერიკო გუბელაძეს, ქეთი კვიჭიძეს, მამუკა მაისურაძეს, ვალერი ჩეხერიას, თეა შენგელიას, თამუნა გულედანს, გურამ ბაღდოშვილს, დავით რაფავას, შალვა ხეცურიანს, ია თაბაგარს, გურამ მგელაძეს, გიორგი იოსავას, რამაზ გემიაშვილს.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა ჯეფ ბეზოსი
03 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
06 დეკემბერი, 2019
თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს
საქართველო | დეკ, 25, 2019
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები
კომპანიები | იან, 15, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა