ინფლაცია 2019 წლის ბოლოს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის მეორე ნახევარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტიდან ეტაპობრივად 9 პროცენტამდე გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საფუძველს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები წარმოადგენდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2020 წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა. მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ფასების 12.3% ზრდა;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ფასების 15.6% ზრდა;
  • დასვენება, გართობა და კულტურა - ფასების 6.9% ზრდა;
  • ტრანსპორტი - ფასების 2.9% ზრდა;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - ფასების 7.9% ზრდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8%), თევზეული

(14.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1%). ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოზე (30.8 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.1 %). ხოლო დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფში ფასები ძირითადად გაიზარდა ტურისტულ მოგზაურობაზე (13.6%). 

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

(წინა წლის შესაბამის თვესთან, პროცენტული ცვლილება)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წლის დეკემბრის თვეში ყოველთვიური ინფლაცია 0.4%-ს შეადგენდა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები -  ფასების 1.4% ზრდა;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელექტრო ენერგია, აირი -  ფასების 1% ზრდა;
  • ტრანსპორტი -  ფასების 0.7% ზრდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების სასაქონლო ჯგუფში ფასების ზრდა უმეტესად განპირობებული იყო ბოსტნეულსა და ბაღჩეულის (3.7%) და ხილი და ყურძნის (2.9%) ჯგუფებზე ფასების მატებით. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (1%). რაც შეეხება საშუალო წლიური ინფლაციის დონეს 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 4.9%-ს გაუტოლდა.

საშუალო ინფლაციის დონე საქართველოში

(12 თვის საშუალო წინა 12 თვის საშუალოსთან, პროცენტული ცვლილება)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სურსათის და სხვა პირველადი საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება უარყოფით გავლენას ახდენს საოჯახო მეურნეობების მსყიდველობითუნარიანობაზე. გასულ წლებში, გლობალურად ერთობლივი მოთხოვნის შემცირების გამო, ფასების ზრდის ტენდენციას აბრკოლებდა საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებსა და სურსათზე ფასების კლება. მაგრამ, მიმდინარე პერიოდში, გლობალური მოთხოვნის ზრდას ემატება იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება და გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება, რაც ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის და იწვევს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლისგან გადახრას.

წინა სტატია

Georgian Cuisine, Taken Over By the Russia
29 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა მაიკლ ბლუმბერგი?
31 იანვარი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker