როგორ გამდიდრდა კომპანია “ფორდ მოტორ კომპანი”?

2019 წელს კომპანია “ფორდის” (სრული სახელწოდება: Ford Motor Company) შემოსავლებმა 156 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები კი 260 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 199 ათასი ადამიანი. კომპანიის სათავო ოფისი ქალაქ დირბორნში, მიჩაგნის შტატშია განთავსებული.

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია “ფორდ მოტორი” 1903 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა და ინჟინერმა ჰენრი ფორდმა დააარსა. ჰენრი ფორდისთვის ეს კომპანიის დაარსების მეორე მცდელობა იყო, პირველი წარუმატებლად დასრულდა. კომპანია “ფორდის” დაარსებაში 12-მა ინვესტორმა ჩადო 28 ათასი დოლარი, მათ შორის იყვნენ ძმები დოჯები, რომლებმაც შემდეგ საკუთარი კომპანია დაარსეს და ავტომობილი დოჯი გამოუშვეს. “ფორდმა” პირველი ავტომობილი 1903 წლის 23 ივლისს გაყიდა.

დასაწყისში კომპანია დღეში რამდინმე მანქანას უშვებდა. თითო მანქანის აწყობაზე 2-3 კაცი მუშაობდა. მანქანის ნაწლებს სხვადასხვა კომპანიებისგან იღებდნენ, “ფორდში” მხოლოდ აწყობდნენ.

1903-1908 წლებში კომპანია ფორდის A მოდელს უშვებდა, რომელიც წლიურად დაახლოებით 1000 ცალი იყიდებოდა. მოდელ A-ს გამოშვებიდან 3 თვეში კომპანიამ 37 ათასი დოლარის მოგება ნახა. 1908 წლიდან დაიწყო მოდელ T-ს წარმოება, რომელიც მასიურად გაყიდვადი პირველი ავტომობილი გახდა. გამოშვებიდან 20 წელიწადში მილიონ ცალზე მეტი გაიყიდა.

1913 წლიდან კომპანიის წარმატების მთავარი მიზეზი გახდა ავტომატური საკონვეირო ხაზის შექმნა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და ჰენრი ფორდის იდეა იყო. საკონვეირო ხაზმა შესაძლებელი გახადა ავტომობილების მასიური წარმოების დაწყება და გაიაფება. ამასთან, კომპანიამ მანქანის ნაწილების დამზადებაც დაიწყო.

1914 წელს ჰენრი ფორდმა ქარხნის მუშებს იმ დროისთვის უპრეცედენტო ხელფასი შესთავაზა - საათში 5 დოლარი, რის გამოც სხვადასხვა ქარხნებიდან ათასობით გამოცდილმა მუშამ მოისურვა მასთან გადასვლა.

1916 წელს “ფორდის” მოგებამ 60 მლნ დოლარი შეადგინა. 1919 წელს ფორდმა კომპანიის ყველა აქციები გამოისყიდა სხვა მფლობელებისგან და ერთადერთი მფლობელი გახდა.

1922 წელს ჰენრი ფორდმა “Lincoln Motor Company” შეიძინა, კონკურენცია რომ გაეწია ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიც იყვნენ “კადილაკი” და “პაკარდი”. ეს იყო ძვირიანი ავტომობილების სეგმენტზე მომუშავე კომპანიები. 1939 წელს “ფორდმა” გამოუშვა მოდელი “მერკური”, რომელიც ძვირი ღირდა და მაღალი კლასის ავტომობილებს უწევდა კონკურენციას.

1925 წელს კომპანიამ კომერციული თვითმფრინავების წარმოება დაიწყო და დიდი წვლილი შეიტანა თვითმფრინავების ტექნოლოგიურ განვითარებაში.

1928 წლიდან მოდელ T-ს წარმოება მოდელ A-თი ჩანაცვლდა, რომელიც უსაფრთხოების საქარე მინით აღჭურვილი პირველი ავტომობილი იყო. შედარებით იაფი მანქანების წარმოება “ფორდმა” 1932 წლიდან დაიწყო, რომელიც სიიაფესთან ერთად ძალითაც გამოირჩეოდა. ეს განაპირობა, ახალი ინოვაციური ძრავის V8-ის შექმნამ. ამასთან, ამ დროს აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი იყო და მანქანების გაიაფება ამანაც გამოიწვია.

1929 წელს ჰენრი ფორდს კონტრაქტი გაუფორმა საბჭოთა კავშირის მთავრობამ, რომ ნიჟნი ნოვგოროდში გაეხსნა “გაზ”-ის ქარხანა. სანაცვლოდ კი საბჭოთა კავშირმა “ფორდისგან” 13 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები და ნაწილები შეისყიდა.

მეორე მსოფიო ომის დროს “ფორდი” ჯარისთვის ჯიპებს და საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებდა. 1947 წელს ჰენრი ფორდი გარდაიცვალა და კომპანიას სათავეში მისი შვილიშვილი ჩაუდგა.

1948 წელს გამოშვებული მოდელ F გახდა ყველაზე გაყიდვადი მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელიც დღემდე არ თმობს ყველაზე გაყიდვადის ტიტულს.

1952 წელს “ფორდი” სამეცნიერო ლაბორატორიას აშენებს მიჩიგანში, რომელიც ბევრი სიახლის წყარო ხდება. 1959 წელს ფორდის საკრედიტო კომპანიას აარსებს, რომელიც მომხმარებლებს მანქანის შესაძენად სესხებს აძლევდა.

1960 წლებიდან, როდესაც მსოფლიოში მანქანებზე ავტომობილებზე სწრაფად იზრდებოდა, “ფორდი” სხვადასხვა ქვეყნებში ხსნიდან ახალ ქარხნებს და მისი შემოსავალიც სწრაფად იზრდებოდა. 1964 წელს უშვებს ცნობილ მოდელს “მუსტანგს”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი ავტომობილი გახდა. ეს არის შედარებით დაბალფასიანი, ვიზუალურად განსხვავებულუ მოდელი. 1976 წელს ევროპაში გამოსულმა ფორდ “ფიესტამ” გაყიდვების რეკორდები მოხსნა.

1989 წელს “ფორდმა” კომპანიები “ასტონ მარტინი” და “იაგუარი” შეისყიდა, რომლებსაც 2008 წლამდე ფლობდა. 1999 წლიდან 2010 წლამდე “ვოლვოს” ფლობდა, ხოლო 2000-2008 წლებში “ლენდ როვერს”.

დღეს “ფორდ მოტორ კომპანის” ბევრი აქციონერი ჰყავს. ფორდების ოჯახი კომპანიის მხოლოდ 2%-ს ფლობენ, თუმცა აქციონერთა ხმების 40% აქვთ.

წინა სტატია

კორონავირუსის ეკონომიკური შედეგები
26 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

ზავი, რომელიც არ ნიშნავს მშვიდობას
02 მარტი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker