ბლოგი ბიზნესისა და სამართლის საჭირბოროტო საკითხებზე ანუ ის რაც ბიზნესს აწუხებს

სერია მეორე: COVID-19 და ხელშეკრულება.

ჩემს აღქმაში COVID-19-ის კადრს შეაგვიანდა. ყველაფერი იმით დაწყო, რომ 7 მარტს სამშობლოში ერთი თვით ადრე დაგეგმილი ფრენა ზუსტად ერთი თვით გადავდე. გადავწყვიტე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ამეღო და მოგზაურობისგან შემეკავებინა თავი, როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ არ დაყენების არგუმენტით. გადავდე ყველა შეხვედრა, მათ შორის, გავაუქმე რეგისტრაცია მაღალი დონის კონფერენციაზე (DRBF's Central & Eastern Europe Conference and Workshops), რომელსაც როგორც ჩემი ქვეყნის, ისე ჩემი ქვეყნის სამშენებლო პროექტებში ჩართული სპეციალისტებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ორგანიზატორმა, ამერიკულმა ორგანიზიციამ The Dispute Resolution Board Foundation, მიუხედავად დაგვიანებული გაუქმების მოთხოვნისა, სრულად დამიბრუნა რეგისტრაციის საფასური სწორედ COVID-19-ის გავრცელების მიზეზით. ასე, დავრჩი კუნძულ კვიპროსზე.

9 მარტს ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

თითქმის მთელი მსოფლიოში მასიურად მოექცა საკარანტინო სივრცეში, სავალდებულო გახდა თვითიზოლაცია “მოგზაურთათვის“, აიკრძალა ფრენები მაღალი რისკის ქვეყნებთან ან სულად დაიკეტა აეროპორტები.

მსოფლიოში ეკონომიკა შენელდა.

ჩემი აღქმა მიუხედავად მსოფლიო პანიკისა სიმშვიდეს ინარჩუნებს. ვასრულებთ რეკომენდაციებს და ველით დადებით ინფორმაციას, განსაკუთრებით ჩინეთის გამოდარებული სტატისტიკით დაიმედებულნი.

ამ დროს, გარდა იმისა, რომ ვიბანთ ხელებს და ვიმუშავებთ სადეზინფექციო ხსნარით, გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ ვიქცევით თუ მიმდინარე ხელშეკრულებებით აღებულებულ ვალდებულებებს ვეღარ ვასრულებთ სულ ან ნაწილობრივ?!

ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციის მიდგომა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინდუსტრიისთვის სახარბიელო მოდელური COVID-19 მუხლი შეიმუშავა ე.წ. “Covid-19 (‘Coronavirus’) Clause“.

მითითებულ მუხლში, მჯერა, არაერთ საინტერესო მომენტს იპოვნით, თუმცა, ჩემი ფავორიტია ჩანაწერი: “Owners and Charterers agree that the outbreak of Coronavirus virus shall not be considered as force majeure or as a frustrating event of the charter party.“ მშობლიურ ენაზე, რომ ვთქვათ მხარეები თანხმდებიან, რომ Covid-19 არ ითვლება "ფორს-მაჟორულ“ გარემოებად. მაშინ როდესაც, სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები "ფორს-მაჟორის“ შესახებ გვთავაზობს გამოსავალს ისეთ ჟამს, როგორიც ახლა გვიდგას.

თუ რამდენად ჩაითვლება COVID-19 “ფორს-მაჟორულ“ გარემოებად თქვენი ხელშეკრულების მიხედვით (იგივე დაუძლეველი ძალა, “force majeure”, “An Act of God”, “superior force”, ქვემოთ მოვიხსენებთ როგორც "ფორს-მაჟორი“), გთავაზობთ, რამდენიმე საბაზისო შეკითხვას ამ ამოცანის ამოსახსნელად:

  1. 1.       გვაქვს თუ არა ხელშეკრულებით “ფორს-მაჟორი“ გათვალისწინებული?

  2. 2.       როგორია ფორს-მაჟორის“ დეფინიცია? რას მოიცავს ის? ეპიდემიას, პენდემიას, კარანტინს? ან რამდენად ფართოა მისი განმარტება? მაგალითად, თუ არის მითითება რომ მოცემული გარემოებების სია არ არის ამომწურავი და მოიცავს ყველა ისეთ გარემოებას, რომელიც მხარეთა კონტროლს მიღმაა.

  3. 3.       არის თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება? და თუ ასეა, რა ვადაში, რა ფორმით უნდა გაკეთდეს შეტყობინება.

გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინების წესის დაცვა მნიშვნელოვანია, თუკი აპირებთ რომ დაეყრდნოთ ფორს-მაჟორს“.

  1. 4.       მოითხოვება თუ არა კომპეტენტური“ ორგანოს დასტური, ცნობა, ა.შ.?

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭომ გამოსცა “ფორს-მაჟორის“ სერტიფიკატი, ოფიციალური ცნობა, რომელიც დაეხმარება ჩინეთში დაფუნებულ კომპანიებს გაამყარონ არგუმენტაცია “ფორს-მაჟორზე“ მითითებით

  1. რა არის “ფორს-მაჟორის“ ღილაკის ჩართვის შედეგი? მაგალითად, მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან, შესრულების ვალდებულება ჩერდება, მხარეები უნდა დასხდნენ და გადახედონ სახელშეკრულებო ვალდებულებებს და თავიდან შეთანხმონ, თუ მხარეებს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება?

  2. რა ხდება თუ “ფორს-მაჟორი“ გრძელდება ხანგრძლივი პერიოდით, ერთი ან მეტი თვე?

  3. აქვთ თუ არა მხარე(ებ)ს ზიანის შემცირების ვალდებულება? მაგალითად, იმ მხარეს, რომელზეც არ ახდენს გავლენას COVID-19.

თუ პირველ კითხვაზე პასუხი დადებითია, უკვე კარგია. ჩართეთ იურისტი და განავითარეთ თქვენი პოზიცია ერთობლივად, იმისთვის რომ არსებული მძიმე პერიოდი შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ დაძლიოთ.

თუ თქვენი ხელშეკრულებით “ფორს-მაჟორი“ გათვალისწინებული არ არის, მისი კარი თქვენთვის არც ახლაა დახურული. შესასრულებელი ვალდებულების ბედი (დროებით შეჩერდება, სრულად შეწყდება, თუ უნდა მოხდეს შესასრულებელი ვალდებულების ახალ გარემოებებთან მისადაგება) გადაწყდება სამართლით, რომლითაც რეგულირდება ხელშეკრულება.

თუ თქვენი ხელშეკრულება კონტინენტური სამართლის სისტემის წევრი ქვეყნის სამართლით რეგულირდება, მაგალითად, როგორიცაა საქართველო, ან გერმანია, გამოსავალი მოცემულია კანონით გათვალისწინებულ “დაუძლეველი ძალაში“, ასევე, ისეთ დოქტრინებში როგორიცაა:

შეუძლებლობა“ - მოვალეს, გარკვეული მიზეზებისა და გარემოებების გამო, არა აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ან

შეცვლილი გარემოებები“ - გარემობები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ.

ხოლო, თუ თქვენმა ხელშეკრულებამ ბედი საერთო სამართლის სისტემის წიაღში შობილ სამართალს უნდა მიანდოს, მაგალითად, ინგლისურ სამართალს, აქაც, შვება არსებობს ისეთ დოქტრინებში, როგორიცაა:

frustration of purpose”  - ხელშეკრულების ძირითადი მიზნის გაქარწყლდება, მაგალითად, ხელშეკრულების საგანი ან ხელშეკრულების შესრულების საშუალებები განადგურებულია ან შეუძლებელია მისი შესრულება ან

impracticability“ - შესრულება არაპრაქტიკულია, შეუძლებელია და ბოლოს,

შეუძლებლობის თეორია, რომელიც უფლებას აძლევს მხარეს შეაჩეროს ან გადაავადოს თავისი შესრულება, თუ გარემობების ცვლილება მოცემული მომენტისთვის შესრულებას შეუძლებელს ხდის.

ყველა ზემოაღნიშნული დოქტრინისა, თუ თეორიის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, ვირუსის აფეთქებას ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულების დადების შემდგომ და ის გავლენას ახდენდეს თქვენს შესასრულებელ ვალდებულებაზე.

გისურვებთ და საკუთარ თავსაც ვუსურვებ COVID-19-ის მალე გადალახვას.

უკვე ჩაკეტილი კუნძულიდან მოკითხვებით,

ადვოკატი ქეთევან ბუაძე.

წინა სტატია

ჩვენ ისევ დავუბრუნდით ეპიდემიების ხანას
15 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Potential Impact of the Coronavirus Epidemic: What We Know and What We Can Do
16 მარტი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker