კორონა ვირუსის ეპიდემიის პოტენციური გავლენა: რა ვიცით და რისი გაკეთება შეგვიძლია

ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რომ კორონავირუსის პანდემია ძალიან სერიოზული გამოწვევაა და შესაძლოა, ის კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს. ის თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. მსურს საუბარი დავიწყო იმით თუ რა ვიცით და რა არა ამ ვირუსთან დაკავშირებით და რისი გაკეთება შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას იმისთვის, რათა ამ კრიზისზე პასუხი ეფექტიანად და კოორდინირებულად იქნეს გაცემული. 

რა ვიცით?

ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი მაღალი სისწრაფით ვრცელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნების ⅗ უკვე ეპიდემიის წინაშე დგას. ეს გლობალური პრობლემაა და პასუხიც ასეთივე გლობალური ესაჭიროება. 

ვიცით რომ ადრე თუ გვიან ეპიდემია შეჩერდება, თუმცა არ ვიცით თუ როდის მოხდება ეს. 

შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური შოკი, რომელიც კორონავირუსს სდევს თან, არის საკმაოდ უცნაური და ის ერთდროულად როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის მხარეზე ახდენს ნეგატიურ გავლენას:

  • მიწოდების მხარეს ვხედავთ ნეგატიურად მოქმედ რისკებს რაც ბიზნესის კეთების გაძვირებულ ღირებულებაში მდგომარეობს. მუშახელის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მიწოდების ჯაჭვში ჩავარდნები, ასევე ახალი კრედიტების გაცემის მხრივ არსებული დაღმავალი ტრენდი მიწოდების შეფერხებების გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს;

  • მოთხოვნა ასევე შემცირდება, რაც გაზრდილ გაურკვევლობას, ასევე გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას უკავშირდება. შედეგად, მომხმარებელთა შესაძლებლობა რომ საკუთარი თანხა დახარჯონ შემცირდება;.

  • ეს ეფექტები არაა შემოფარგლული საზღვრებით და ისინი გლობალურად იმოქმედებენ. 

თითოეულიჩვენისცენარით, 2020 წელსგლობალურიზრდაწინაწელთანშედარებითუფრომცირეიქნება.

გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური დანაკარგის ერთი მესამედი პირდაპირი დანაკარგების მიერ იქნება გამოწვეული: სამუშაო ადგილების შემცირება, კარანტინი და სხვა. ეკონომიკური დანაკარგის დანარჩენი ⅔ კი არაპირდაპირი იქნება -  რაც მომხმარებელთა ნდობის შემცირებას, ბიზნესუბიექტების ქცევის ცვლილებას, ასევე სასესხო რესურსთან წვდომის გამკაცრებასთან იქნება დაკავშირებული. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალური საფინანსო ბაზარი ახლა უფრო მდგრადია, ვიდრე 2008 წლის კრიზისამდე იყო, თუმცა არსებულ ვითარებაში მთავარი გამოწვევა კვლავ გაურკვევლობის მართვაა. 

რთულია წინასწარ განსაზღვრა თუ კონკრეტულად რამდენად შემცირდება გლობალური ეკონომიკური ზრდა, ასევე რთულია პროგნოზირება თუ რამდენ ხანს გასტანს ეს გაუარესება. 

ეკონომიკური ეფექტი განსაკურებულად მძიმე იმ ქვეყნებისთვის იქნება, სადაც შედარებით სუსტი ჯანდაცვის სისტემაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არსებობდეს ეფექტიანი საკოორდინაციო მექანიზმი, რათა მოთხოვნა-მიწოდებაში არსებული შემცირება მოკლე ვადებში აღდგეს. 

რაუნდაიღონონუშუალოდსახელმწიფოებმა?

ნომერ პირველი პრიორიტეტია თანხების ჯანდაცვაზე მიმართვა - რათა მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას ხელი არ შეეშალოს, ასევე მნიშვნელოვანია ვირუსის სწრაფი გავრცელების შეჩერება. ხაზს ვუსმავ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამედიცინო აპარატურისა და სათანადო აღჭურვილობის მომარაგება. ეს კრიტიკულად აუცილებელი საკითხებია. 

მეორე რიგის პრიორიტეტს მოთხოვნა-მიწოდებაში არსებული შოკების საპასუხოდ შესაბამისი მაკრო-ფისკალური პოლიტიკის შემუშაბება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ეკონომიკურ შოკს შეარბილებს. ეს გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა იყოს თარგეთირებული ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების მხრივაც, რომლებიც ამ მწვავე ვითარებაში ყველაზე მეტად დაზარალდებიან. 

მოთხოვნის შემცირებას, რაც მომხმარებელთა ნდობის შემცირებით, ასევე ტურიზმისა და ვაჭრობის არხებით, ნედლეულის ფასებითა და კრედიტების გაცემაზე გამკაცრებული პირობებით იქნება განპირობებული უნდა დაუპირისპირდეს  პოლიტიკა, რომელიც მხარს დაუჭერს მოხმარებას და უზრუნველყოფს საკრედიტო რესურსის ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებას. 

ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება ასევე აუცილებელი იქნება, რათა მან ფინანსური რისკები დააბალანსოს. 

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ვითარება მაღალი ტემპით იცვლება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფრო მკვეთრი და კოორდინირებული ნაბიჯებისთვისაც თუ მათი გადადგმა საჭირო გახდება. 

რისიგაკეთებაშეუძლიაფონდს?

ჩვენი მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის დაეხმაროს მის წევრებს. IMF ამ ვითარებაში განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების გადაუდებელი დაფინანსებისთვის დაახლოებით $50 მილიარდს გამოყოფს. ამ თანხიდან $10 მილიარდი დოლარის საკრედიტო რესურსი ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის საპროცენტო განაკვეთის გარეშე იქნება მიწოდებული. 

ჩვენი მრავალი წევრი ქვეყანა არის რისკის ქვეშ. მათ შორის ისინი, ვისი ჯანდაცვის სისტემაც არის სუსტი, ისინი, ვინც ნედლეულის ექსპორტზე არიან დამოკიდებული და ამჟამად სავაჭრო შოკს განიცდიან, ასევე ის ქვეყნებიც, რომლებსაც ამ ქვეყნებთან აქვთ მჭიდრო ეკონომიკური კავშირები და მათში მიმდინარე მოვლენების მიმართ არიან მოწყვლადები. 

მე განსაკუთრებით ვწუხვარ იმ ქვეყნების ეკონომიკურ ვითარებაზე, რომლებიც დაბალი შემოსავლების ჯგუფს განეკუთვნებიან და რომლებიც ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი დანაკლისის რისკის წინაშე დგანან. 

ჩვენი თანამშრომლები ამჟამადაც მუშაობენ განსაკუთრებულად მოწყვლადი ქვეყნების იდენტიფიცირებისა და მათთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. 

სავალუტო ფონდს აქვს რესურსები, რათა მის წევრებს დაეხმაროს:

  • ჩვენი მეწილეების გულუხვობით, ჩვენ გვაქვს $1 ტრილიონის საკრედიტო რესურის გაცემის შესაძლებლობა;

  • ჩვენ წევრებს ფინანსური დახმარების მიღება “სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის” მეშვეობით შეეძლებათ. ეს მექანიზმი განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს $40 მილიარდის ფინანსურ რესურსს გახდის ხელმისაწვდომს. 

ფონდი სრულ მზადყოფნას გამოხატავს დაეხმაროს მის წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ამ ვითარებაში უფრო მოწყვლადია. ჩვენ გვაქვს ამ დახმარებისთვის საჭირო მექანიზმები და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ინსტიტუტებთან. 

წინა სტატია

Potential Impact of the Coronavirus Epidemic: What We Know and What We Can Do
16 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა ესტონეთი?
17 მარტი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker