როგორ გამდიდრდა ნეტფლიქსი?

კომპანია “ნეტფლიქსმა“ 2019 წელს 20 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. მოგებამ კი 2 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. დასაქმებული ჰყავს 8 600 ადამიანი. კომპანიის აქტივები 34 მილიარდი დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 184 მილიარდი დოლარია.

“ნეტფლიქსი“ 1997 წელს აშშ-ის შტატ კალიფორნიაში მარკ რენდოლფმა და რიდ ჰასტინგმა დაარსეს. რენდოლფი მანამდე ჰასტინგის კომპანიაში, “Pure Atria“-ში მარკეტინგის დირექტორად მუშაობდა. ეს კომპანია კომპიუტერულ მომსახურებას ეწეოდა. თავად ჰასტინგი მათემატიკოსი და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია. 1997 წელს, მან კომპანია “Pure Atria“ 700 მლნ დოლარად გაყიდა.

“ნეტფლიქსი“ ჰასტინგმა 2.5 მლნ დოლარად დააარსა. კომპანია მალე DVD-ის გაქირავების და გაყიდვის პირველი ონლაინ პორტალი (www.netflix.com) გახდა, DVD-ის შეკვეთა ელექტრონული ფოსტით შეიძლებოდა, რომელიც მომხმარებელს სახლში ეგზავნებოდა. კომპანიამ DVD ვიდეოების ყველაზე დიდი კატალოგი შექმნა, თუმცა ამ დროს, სულ 30 კაცი ჰყავდა დასაქმებული.

ყოველთიური გამოწერები “ნეტფლიქსმა“ 1999 წლიდან დაიწყო. 2000 წელს უკვე 300 000 გამომწერი ჰყავდათ. გამოწერის უპირატესობა ის იყო, რომ თვეში ულიმიტოდ შეეძლოთ ფილმების და სხვა ვიდეო ჩანაწერების მიღება. 2000-2002 წლებში DVD დისკების ჩუქება ამერიკაში ძალიან პოპულარული გახდა, მათ შორის საშობაო საჩუქრადაც.

2002 წელს “ნეტფლიქსი“ საფონდო ბირჟაზე შევიდა და 100 მლნ დოლარამდე ღირებულების აქციები გაყიდა. 2003 წელს კომპანიის შემოსავალმა 272 მლნ დოლარი შეადგინდა, ხოლო მოგებამ 6.5 მლნ.

2005 წელს კომპანიის კატალოგში უკვე 35 000-მდე ფილმი იყო და დღეში მილიონამდე DVD-ის ყიდდა ან აქირავებდა. ამავე წლიდან “ნეტფლიქსმა“ ფილმების ონლაინ ჩვენების გაყიდვა დაიწყო. ამისათვის ფილმების გაშვების უფლება შეისყიდა. თუმცა, ამ პერიოდში ინტერნეტის სიჩქარე ჯერ კიდევ არ იყო ისეთი მაღალი, რომ ონლაინ ნახვა კომფორტული ყოფილიყო. თუმცა, “იუთუბის“ წამრატებული სტარტი უჩვენებდა, რომ მომავალი ფილმების ონლაინ ჩვენების გაყიდვაში იყო და არა დისკების. 2007 წლიდან იზრდება ონლაინ ხელმისაწვდომი ფილმების რიცხვი და 2009 წელს 12 000-ს აღწევს.

2013 წელს “ნეტფლიქსს“ ამერიკაში 27 მლნ გამომწერი ყავდა, ხოლო 2 მლნ-ზე მეტი ქვეყნის გარეთ. შემოსავალი კი მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. ამ წელს კომპანიას მხოლოდ 5 ორიგინალური ტელესერიალი ჰქონდა გაქირავებაში.  დღეს კი მათი რაოდენობა 700-ზე მეტია.

“ნეტფლიქსის“ ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროექტი სერიალი “ბანქოს სახლი“ იყო, რომლის პირველი სეზონი 2011 წელს გამოვიდა.

2010-იან წლებში “ნეტფლიქსის“ გამომწერების რაოდენობა და კომპანიის შემოსავალი სწრაფად იზრდებოდა, ყოველ 3 წელიწადში ორმაგდებოდა და 2019 წელს, 20 მილიარდ დოლარს მიაღწია. დღეს “ნეტფლიქსის“ ფასიანი პაკეტები 200 მლნ-მდე ადამიანს აქვს გამოწერილი.

წელს სავარაიდოდ “ნეტფლიქსის“ შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან კორონავირუსით გამოწვეული შიდაიზოლაციების დროს მისი გამომწერების რაოდენობა 16 მლნ-ით გაიზარდა. დღეს კომპანიის შემოსავლებში DVD-ის მხოლოდ 1% უჭირავს. შემოსავლების 46% აშშ-ში მაუწყებლობაზე მოდის, ხოლო 53% საზღვარგარეთზე. მისი მომსახურება ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომია,  გარდა ჩინეთის, სირიის და ჩრდილოეთ კორეისა.

წინა სტატია

ყურადღება! იძებნება აფრო-ამერიკელი ქალი ... ვიცე-პრეზიდენტად!
15 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

Characteristics of shareholders’ lawsuits and some recommendations to improve appropriate legislative mechanism
16 ივნისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker