I'm results-driven and detail-oriented IT Project Manager with a demonstrated history of working on international projects, higher education in business administration along
with geeky interest in computer science.

რას ნიშნავს სერტიფიცირება პროექტების მართვაში

რას ნიშნავს სერტიფიცირება პროექტების მართვაში

სერტიფიკატი კონკრეტული ადამიანის ან ორგანიზაციის გარკვეულ სფეროში კომპეტენტენტურობას ადასტურებს. დღეს საკმაოდ ბევრია ისეთი ორგანიზაციების/კომპანიების რაოდენობა რომელიც სხვადასხვა ტიპის (მათ შორის პროქტების მართვის) სერტიფიკატს გასცემენ, მათ შორის არის: Udemy, Pluralsight, Linkedin, Coursera და ა.შ. მათ მიერ შემოთავაზებული კურსების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, ვინაიდან ე.წ. “ტრენერად” დარეგისტრირება და კურსის გამოქვეყნება არც ისე დიდ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ასეთი კომპანიების შემოთავაზებული კურსები როგორც წესი ისეთი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი ვისთვისაც პირველადი ამოცანა ცოდნის მიღებაა.

რაც შეეხება მათ, ვისაც საკუთარი სპეციფიური ცოდნის და კომპეტენციის დადასტურება სურთ, ზემოთხსენებული კომპანიებისგან მიღებეული სერტიფიკატი ბევრს არაფერს ამბობს, რამოდენიმე მიზეზის გამო:

  • კურსის და ტრენერის კომპეტენცია არ არის დადასტურებული
  • ხშირად სერტიფიკატის აღება გამოცდის გარეშე ხდება
  • სერტიფიკატი უვადოა, რაც იმას ნიშნავს რომ სერტიფიკატის მიმღების ცოდნა და მისი აქტუალურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ დღეს სერტიფიკატის და სხვადასვა სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის (მაგალითად დიპლომის) მნიშვნელობა დაეცა. თუმცა არაერთი კვლევის შედეგად დასტურდება რომ მსგავსი დოკუმენტის როლი კი არ დაეცა, არამედ კანდიდატის შეფასებისთვის მოიმატა ისეთი კრიტერიუმების წონამ როგორიც სამუშაო გამოცდილება და პერსონალური თვისებებია.

საკითს რომ დავუბრუნდეთ, რას ნიშნავს სერტიფიცირება პროექტების მართვაში და როგორ მოვიპოვოთ იგი? თუ საუბარი გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატზე, მაშინ გვჭირდება ისეთი ორგანიზაცია, როგორც ბუღალტერიისთვის – ACCA, ქსელებისთვის და კიბერუსაფრთხოებისთვის – Cisco და ა.შ.

Project Management Institute (PMI) მსოფლიოს მოწინავე ასოციაციაა პროექტების, პროგრამების, პორტფოლიოს მართვის და მათთან დაკავშირებული მეთოდოლოგიების მიმართულებით. PMI-მ 2019 წელს 50 წლის იუბილე აღნიშნა და ამ პერიოდის განმავლობაში იგი მსოლფიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არის წარმოდგენილნი.

იმის მიხედვით თუ კარიერის რა ეტაპზე ხარ, შესაძლებელია PMI-ს სხვადასხვა სერტიფიკატის აღება, მათი შინაარსი კი შემდეგია:

  • Project Management Professional (PMP) – პროექტის მართვის პროფეპისიონალი, PMI-ს ყველაზე ცნობილი სერტიფიკატია, დღეს მსოფლიოში ამ სერტიფიკატს 1 მილიონზე მეტი ადამიანი ფლობს და როგორც თავად PMI იუწყება, აღნიშნული სერტიფიკატის მფლობელების ანაზღაურება 25%-ით მაღალაია მათთან შედარებით ვისაც ეს სერტიფიკატი არ აქვს.
  • Program Management Professional (PgMP) – პროგრამების მართვის პროფესიონალის სერტიფიკატი იმ ადამიანებისთვის არის განკვუთვნილი ვინც რამოდენიმე, კომპლექსურ პროექტს ერთდროულად მართავს ორგანიზაციული და სტრატეგულილი მიზნების მისაღწევად.
  • Portfolio Management Professional (PfMP) – პორტფოლიოს მართვის პროფესიონალი განსაკუთრებულ გამოცდილებას და უნარჩვევებს მოითხოვს, ვინაიდან ეს სერტიფიკატი ადასტურებს რამოდენიმე პროგრამის და პროექტის ერთროდულად მართვის შესაძლებლობას.
  • Certified Associate in Project Management (CAPM) – აღნიშნული სერტიფიკატი, შეიძლება ითქვას, PMP-ს წინამორბედია და ადასტურებს კანდიდატის ფუნდამენტალურ ცოდნას პროექტების მართვის ტერმინოლოგიასა და პროცესებში.
  • PMI Professional in Business Analysis (PMI-PBA) – სერტიფიკატი არის ისეთი ადამიანებისთვის ვინც უშუალოდ სპეციალიზირდებიან ბიზნეს მოთხოვნების იდენტიფიცირებასა და რეალიზაციაში. ბიზნეს ანალიტიკა პროექტების მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა, ვინაიდან მოთხოვნების სწორი იდენტიფიცირება უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.
  • PMI Agile Certified Practitioner (PMI-ACP) – სერტიფიკატი განკუთვნილია მათთვის ვისაც საკუთარი გამოცდილების დადასტურება სურთ Agile მეთოდოლოგიის გამოყენების კუთხით. დღეს პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიების უმეტესობა (და არამხოლოდ ისინი) იყენებენ Agile მიდგომებს, სწორედ ამიტომ PMI შექმნა შესაბამისი სერტიფიკატი.
  • PMI Risk Management Professional (PMI-RMP) – პროექტებში, განსაკუთრებით კი დიდი ზომის პროექტებში ერთი-ერთ მნიშვნელოვანი ასპექტი რისკების იდენტიფიცირება და მათთან გამკვლავების სტრატეგიის შემუშავებაა. PMI-RMP სერტიფიკატი კი კანდიდატის შესაბამის უნარ-ჩვევებსა და მზადყოფნას უსვამს ხაზს.
  • PMI Scheduling Professional (PMI-SP) – პროექტის განრიგის შექმნა საკმაოდ დიდ დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ როცა პროექტში ბევრი ადამიანია ჩართული რამოდენიმე თვის ან წლის განმავლობაში. PMI-SP სერტიფიკატი ადასტურებს კანდიდატის ცოდნას ამ კუთხით და ხაზს უსვამს მის შესაბამის კომპეტენციას და გამოცდილებას პროექტის განრიგის შექმნის მიმართულებით.

ეს არის სრული ჩამონათვალი იმ სერტფიკატებისა, რომელსაც PMI გვთავაზობს.

რომლით დავიწყო? – უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად სერტიფიკატების რაოდენობისა და სირთულის სხვადასხვა დონისა, მათ შორის არ არსებობს იერარქია. ანუ არცერთი სერტიფიკატის ქონა არ არის აუცილებელი სხვა სერტფიკატის აღებისთვის, არამედ PMI-ს თითოეული სერტიფიკატი ადასტურებს კონკრეტულ უნარ-ჩვევებს, გამოცდილებას და კანდიდატის მზაობას პროექტების სხვადასხვა ასპექტთან მიმართებაში.

კანდიდატმა, რომელსაც PMI-ს სერტიფიკატის აღება სურს, უნდა გაანალიზოს, რომელი სერტიფიკატია მისთვის ყველაზე რელევანტური და რა ეტაპზეა კარიერულად და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს თუ რომელი სერტიფიკატია მისთვის მნიშვნელოვანი.

როგორ მოვემზადო? – ამ კითხვაზე უამრავი პასუხი არსებობს. კონკრეტული სერტიფიკატისთვის არსებობს მოსამზადებელი ვიდეო კურსები, წიგნები, ტრენინგები და ა.შ. თუმცა თითოეული მათგანი, ისევე როგორც თავად საგამოცდი კითხვები დაფუძნებულია მხოლოდ ერთ წყაროზე და ეს არის – Project Management Body of Knowledge (PMBOK) (წიგნის დასახელებაა A Guide to the Project Management Body of Knowledge (PMBOK® Guide).

PMBOK თავის მხრივ, საკმაოდ მოცულობითი წიგნია, რომელიც PMI-ს მიერ არის შექმნილი და აერთიანებს პროექტების მართვის ყველა პროცესს, პროცესების ჯგუფებსა და ცოდნის არეას. ბუნებრივია PMBOK არ არის წიგნი, რომელიც გვასწავლოს როგორ უნდა ვმართოთ სხვადასხვა ტიპის პროექტი, არამედ ის არის საუკეთო პრაქტიკების, წესების და სტანდარტების ნაკრები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და გამოიყენებოდა პროექტების მართვაში.

საბედნიეროდ PMI-ს შესაბამის გვერდზე, კონკრეტული სერტიფიკატის არჩევის შედეგად შეგვიძლია გავიგოთ მისი outline, ანუ რომელ კონკრეტულ პუნქტს მოიცავს იგი PMBOK-დან. ცოდნის მისაღებად პირველწყარო სწორედ ეს გზა უნდა იყოს, ვინაიდან ყველა დანარჩენი ვიდეო კურსი, წიგნი თუ ტრენინგი სწორედ ამ მეთოდზეა დაფუძნებული.

რა დრო დამჭირდება? – მომზადებისთვის წინასწარ განსაზღვრული დრო არ არსებობს. ყველაფერი კანდიდატზე და მის მონდომებაზეა დამოკიდებული, თუმცა საშუალოდ, თუ გამოცდისთვის მზადებას კვირაში 7-10 საათს დავუთმობთ, 1.5 – 2 თვეში PMI-ს ნებისმიერი გამოცდისთვის მომზადება არის შესაძლებელი

როგორ დავრეგისტრირდე გამოცდისთვის და რამდენად რთულია? – გამოცდაზე რეგისტრაცია PMI-ს ოფიციალური საიტიდან ხდება, პირველ რიგში საჭიროა ანგარიშის დეტალურად შევსება, ვინაიდან თითოეული სერტიფიკატის გამოცდას თავისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს, რომლის ნახვაც ასევე ოფიციალურ საიტზე არის შესაძლებელი. მას შემდეგ რაც კანდიდატი კრიტერიუმების შესაბამისად ინფორმაციას შეავსებს, შესაძლებელია თანხის გადახდა (გამოცდის ფასი $300 – $500 დიაპაზონშია) და გამოცდისთვის თარიღის არჩევა. შესაძლებელია გამოცდის როგორც საგამოცდო ცენტრში, ასევე დისტანციურად დაწერა.

შეჯამების სახით ვიტყვი, რომ გარდა გლობალური აკრედიტაციისა, PMI-ს გამოცდა იდეალური საშუალებაა ცოდნის მობილიზებასა და ორგანიზებისთვის. ამავდროულად PMI-ს სერტიფიკატის შენარჩუნაბაზე ფიქრით კანდიდატები მუდმივად ვითარდებიან, ეცნობიან სიახლეებს და იღებენ ტრენინგებს პროექტების მართვის მიმართულებით.

 

გააზიარე